სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 43
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-4 გვერდზე მოცემული შეთავაზებები თუ პრაქტიკულია თქვენი ტერიტორიისთვის, მათი გამოყენებით წარმოადგინე 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზების ინსცენირება. შეიძლება სხვა შეთავაზებების გამოყენებაც. ინსცენირების შემდეგ მოკლედ გაუსვი გაზი შეთავაზების სასარგებლო მხარეს.
15 წთ.: „სუფთად შეინახე თვალი“a. დასვი თანდართული კითხვები. ყურადღება გაამახვილე მითითებულ მუხლებზე, როგორც დრო მოგცემს ამის საშუალებას.
18 წთ.: ისინი ხედავენ ჩვენს კარგ საქმეებს (1 პეტ. 2:12). მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებული იქნება 2002 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 12—14, აბზაცები 14—20. სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვან აზრი, თუ როგორი რეაქცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობას, როდესაც ჩვენს კარგ საქმეებს ხედავენ.
სიმღერა 162 და ლოცვა.
20 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 88
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მიმოიხილე ძირითადი აზრები ფილიალის წერილიდან, რომელიც „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომერში პირველ გვერდზეა დაბეჭდილი.
15 წთ.: რას მივაღწიეთ გასულ წელს? უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებული იქნება 2004 სამსახურებრივი წლის კრების სამსახურებრივ ანგარიშზე. ძირითადი ყურადღება გადაიტანე ამ ანგარიშის გამამხნევებელ მხარეებზე და შეაქე კრება მიღწეული კარგი შედეგებისთვის. შეეხე პიონერების გულმოდგინე შრომას. მოიხსენიე ერთი ან ორი მხარე, რისთვისაც კრებას შეეძლო მიექცია ყურადღება მიმდინარე წლის განმავლობაში.
20 წთ.: ნუ დაიღლებით სიკეთის კეთებით (გალ. 6:9, 10). ინტერვიუ აიღე ორი ან სამი მაუწყებლისგან, რომლებიც პიონერებად ან დროდადრო დამხმარე პიონერებად მსახურობენ. რა დაბრკოლებებს შეხვედრიან იეჰოვასადმი მსახურებისას და როგორ დასძლიეს ისინი. რა დაეხმარა მათ, რომ არ დაღლილიყვნენ სიკეთის კეთებით? რა სარგებლობა მოაქვს ქრისტიანულ მსახურებაში გამოვლენილ ძალისხმევას მათთვის და სხვებისთვის? თუ პრაქტიკულია, მოიხსენიე, რა კეთდება ადგილობრივ ტერიტორიაზე სასიხარულო ცნობის იმ ადამიანებამდე მისატანად, რომლებიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ. შეაქე ყველა ‘რწმენის საქმეებისთვის, სიყვარულით შრომისა და მოთმინებისთვის’ (1 თეს. 1:2, 3).
სიმღერა 103 და ლოცვა.
27 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 221
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ სექტემბრის სამქადაგებლო ანგარიშები. წარმოადგინე ინსცენირებები, თუ როგორ შეგვიძლია შევთავაზოთ 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“
10 წთ.: იეჰოვას სიტყვა ცოცხალია. მოხსენება. უფრო მეტი სარგებლობა რომ მივიღოთ თეოკრატიული სკოლის გეგმით გათვალისწინებული ბიბლიის კითხვის პროგრამიდან, „საგუშაგო კოშკის“ განსაზღვრულ ნომრებში გამოჩნდა სტატიების სერია სათაურით „იეჰოვას სიტყვა ცოცხალია“. 2004 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ (გვერდები 24—27) გამოყენებით აჩვენე ამ სტატიების თავისებურებები. ზოგადი მიმოხილვის შემდეგ ქვესათაურში „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ ახსნილია ზოგიერთი რთული ბიბლიური ადგილი. ქვესათაურში „რას ვსწავლობთ?“ მოცემული აზრები ყურადღებას ამახვილებს წაკითხული მასალის პრაქტიკულ ღირებულებაზე. განიხილე რამდენიმე კონკრეტული მაგალითი იმის თვალსაჩინოდ დასანახვებლად, თუ როგორ დაგვეხმარება ეს სერია ღვთის სიტყვის უფრო ღრმად გაგებაში. წაახალისე ყველა, რომ სრულად გამოიყენონ ეს საშუალება, როცა მომდევნო კვირიდან „მეორე რჯულის“ კითხვას დავიწყებთ.
20 წთ.: „ეფექტურად გამოიყენე ბიბლია“b. დასვი თანდართული კითხვები. შესავალი სიტყვები დააფუძნე წიგნზე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვერდი 145, აბზაცები 2, 3; იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება მოცემული რჩევების გამოყენება, ჩართე ორი მოკლე ინსცენირება — ერთი პირველი მონახულება, ხოლო მეორე განმეორებითი მონახულება.
სიმღერა 38 და ლოცვა.
4 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 5
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „სამეფო დარბაზების მშენებლობა“. კითხვა-პასუხები.
სიმღერა 99 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.