სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 180
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. ბროშურის, „იფხიზლეთ!“, გავრცელების სპეციალური კამპანია დასრულდება 14 ნოემბერს. შეგახსენებთ, რომ ამავე თვეში შევთავაზებთ წიგნს, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. მოკლედ განიხილე შეთავაზება 2004 წლის მაისის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვერდი 3.
15 წთ.: მიიღე სრული სარგებლობა სამსახურებრივი შეხვედრიდან. აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურებისთვის“, გვერდები 71, 72. ჩვენ, ქრისტიან მსახურებს, რომელ ხუთ საკითხში გვეხმარება სამსახურებრივი შეხვედრა? მოიყვანე მაგალითები მიმდინარე თვის პროგრამიდან. რა სარგებლობა მოაქვს წინასწარ მომზადებას? რატომ უნდა დავესწროთ რეგულარულად? ამ შეხვედრაზე დასწრების რა ბიბლიური პრეცედენტი გვაქვს?
20 წთ.: „გახსოვდეს, რომ დრო არ ითმენს!“a გამოიყენე აზრები 2000 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 12, 13.
სიმღერა 19 და ლოცვა.
15 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 170
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. თუ მე–4 გვერდზე მოცემული შეთავაზება შესაფერისია თქვენი კრების ტერიტორიისთვის, მისი გამოყენებით წარმოადგინეთ 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზება. შეგიძლიათ სხვა შესაფერისი შეთავაზებაც გამოიყენოთ.
15 წთ.: ნაცნობია თქვენთვის გაცემით გამოწვეული ბედნიერების გრძნობა? მოხსენება დაფუძნებულია 2004 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 19—22.
20 წთ.: ახალი ბროშურის გამოყენებით, განავითარე გამოვლენილი ინტერესი. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი. ჩვენ განმეორებით უნდა მივაკითხოთ თითოეულ ადამიანს, ვინც აიღო ბროშურა „იფხიზლეთ!“, რათა გამოვლენილი ინტერესი განვავითაროთ. გამოიყენე მე–2 გვერდზე მოცემული შინაარსი, და მოკლედ მიმოიხილე ბროშურა. ყურადღება გაამახვილე ჩარჩოებზე (რომელთა სათაურებიც, მუქი შრიფტით გამოყოფილი სათაურის ქვემოთ ჩვეულებრივი შრიფტით არის მოცემული). ეს მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ წინა საუბრის საფუძველზე მოკლე და შინაარსიანი განხილვა ავაგოთ. მაგალითად, თუ პირველი მონახულებისას ყურადღება გამახვილებული იყო მე–3, 4 გვერდზე მოცემულ ჩარჩოზე, შემდეგი მონახულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მე–5 გვერდზე მოცემული ჩარჩო „სულერთი ხომ არ არის ღვთისთვის?“ ახსენი, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. განიხილე ჩარჩოები, რომლებიც მაგალითად, მე–6—8, მე–17—18 ან სხვა გვერდებზეა მოცემული და შეესაბამება ადგილობრივი ტერიტორიის მოთხოვნილებებს. წარმოადგინე განმეორებითი მონახულების ინსცენირება, რომლის დროსაც გამოყენებული იქნება ერთ–ერთი ჩარჩო. განხილულ უნდა იქნეს ერთი ან ორი მუხლი, რომლებიც მოყვანილია, მაგრამ ციტირებული არ არის. მაუწყებელი საუბარს ამთავრებს იმით, რომ ყურადღებას ამახვილებს სხვა ჩარჩოზე, რომელსაც მომდევნო მონახულებისას განიხილავენ.
სიმღერა 66 და ლოცვა.
22 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 199
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: ბიბლიის შესწავლების დაწყება მათთან, ვინც ახალი ბროშურა აიღო. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი. მოკლედ გაიმეორე წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოდგენილი განმეორებითი მონახულების ინსცენირება; აღნიშნე, თუ რომელი ჩარჩო იქნა მოხსენიებული იმ მონახულების ბოლოს. (თუ შესაძლებელია) იმავე მაუწყებელმა წარმოადგინოს ამ მასალის გამოყენებით შემდგომი განმეორებითი მონახულების ინსცენირება. შემდეგ მაუწყებელი იყენებს ბროშურის ბოლო გვერდს და დაინტერესებულს ბიბლიის შესწავლას სთავაზობს; ამავე დროს მოილაპარაკებენ, რომ მომდევნო მონახულებაზე განიხილონ პირველი გაკვეთილი ბროშურიდან „რას მოითხოვს“. ყველას მოუწოდე, შეეცადონ ბიბლიის შესწავლების დაწყებას იმ ადამიანებთან, რომლებმაც აიღეს ბროშურა „იფხიზლეთ!“
სიმღერა 58 და ლოცვა.
29 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 23
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ნოემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. წარმოადგინე ინსცენირებები, თუ როგორ შევთავაზოთ 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“
10 წთ: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება.
25 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები — ნაწილი 3“b. დასვი სტატიაში მოცემული შეკითხვები. მე–3 აბზაცის განხილვის შემდეგ გააკეთე ბიბლიის შესწავლის მოკლე ინსცენირება ბროშურიდან „რას მოითხოვს“, გაკვეთილი 5, აბზაცი 1. აბზაცი უკვე წაკითხულია და კითხვაზე პასუხიც გაცემულია. ჩამტარებელი და შემსწავლელი კითხულობენ ესაიას 45:18; ფსალმუნების 103:5 და მსჯელობენ. მაუწყებელი მარტივ შეკითხვებს აძლევს შემსწავლელს, რათა მას იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ როგორ უკავშირდება ეს მუხლები განხილულ საკითხს.
სიმღერა 178 და ლოცვა.
6 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 96
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიხსენიე დეკემბერში გასავრცელებელი ლიტერატურა. წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება, როგორ შევთავაზოთ წიგნი „დიდებული ადამიანი“.
20 წთ.: „შეგიძლია დახმარების გაწევა?“c ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებიც მადლიერნი არიან დახმარებისთვის ან გამხნევებისთვის.
15 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. სთხოვე მსმენელებს, მოყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც ბროშურის „იფხიზლეთ!“ გავრცელებას მოჰყვა. წინასწარ შეუთანხმდი მაუწყებლებს, რომ მოჰყვნენ საინტერესო შემთხვევები. შეაქე ყველა იმისათვის, რომ მხარი დაუჭირეს ამ სპეციალურ კამპანიას.
სიმღერა 101 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.