თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2005 წლის 27 ივნისით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2005 წლის 2 მაისით დაწყებული კვირიდან 27 ივნისით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რატომ არის შედარებები და მეტაფორები სწავლებისთვის კარგი დამხმარე საშუალებები? (დაბ. 22:17; ფსალმ. 1:3; იაკ. 3:6). [be, გვ. 240, აბზ. 2—გვ. 241, აბზ. 1 და ჩარჩო 240-ე გვერდზე]
2. სად შეგვიძლია სხვების სასწავლებლად ფასდაუდებელი მაგალითების ნახვა, მაგრამ რა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამასთან დაკავშირებით? [be, გვ. 242, აბზ. 1, 2]
3. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვარჩევთ, თუ რომელი მაგალითი იქნება ეფექტური? [be, გვ. 244, აბზ. 1, 2]
4. რატომ უნდა გამოვიყენოთ სწავლებისას თვალსაჩინოება და როგორ აკეთებდა იეჰოვა ამას? [be, გვ. 247, აბზ. 1, 2 და ჩარჩო]
5. როგორ შეგვიძლია თვალსაჩინოების გამოყენება სამქადაგებლო მსახურებაში? [be, გვ. 248, აბზ. 1—გვ. 249, აბზ. 2]
დავალება №1
6. რა მითითებაა მოცემული ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში? [w 15.03.03, გვ. 12, აბზ. 2; გვ. 14, აბზ. 4]
7. როგორ გამოავლინა იეჰოვამ ინტერესი ახალგაზრდა დავითისადმი და დავითი, თავის მხრივ, როგორ ავლენდა ინტერესს იეჰოვასადმი? [w 15.04.03, გვ. 29, აბზ. 4; გვ. 30, აბზ. 3]
8. რატომ მოიწონა იეჰოვამ აბელის მსხვერპლი და რაში გვარწმუნებს ეს? (დაბ. 4:4). [w 01.05.03, გვ. 28, აბზ. 4—გვ. 29, აბზ. 2]
9. რას ნიშნავს „უფლის დარიგება [წვრთნა]“, რომელიც იგავების 3:11-ის თანახმად, არ უნდა უგულებელვყოთ? [w 01.10.03, გვ. 20, აბზ. 2—4]
10. რას ნიშნავს იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს, როგორც ეს 1 ტიმოთეს 6:6—8-ში წერია? [w 01.06.03, გვ. 9, აბზ. 1, 2; გვ. 10, აბზ. 1]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რას განასახიერებდა დავითსა და იონათანს შორის არსებული სიყვარული, რომელიც მათ აერთიანებდათ? (2 მეფ. 1:26). [w 01.06.89, გვ. 21, აბზ. 13 (რუს.)]
12. რას ვსწავლობთ დავითის პირველი მცდელობიდან, იერუსალიმში გადაეტანა შეთანხმების კიდობანი? (2 მეფ. 6:2—9).
13. დავითის ბათშებაყთან ცოდვის ჩადენის შემდეგ, რატომ მოკვდა მათი შვილი, თუ გავითვალისწინებთ მეორე რჯულის 24:16-სა და ეზეკიელის 18:20-ში ჩაწერილ სიტყვებს, სადაც ნათქვამია, რომ შვილი არ უნდა მოკვდეს მამის დანაშაულის გამო? (2 მეფ. 12:14; 22:31).
14. საიდან ვიცით, რომ ციბას ნათქვამი მეფიბოშეთის შესახებ ტყუილი იყო? (2 მეფ. 16:1—4).
15. რატომ არის მეფიბოშეთის რეაქცია, ციბასთან დაკავშირებულ სიტუაციაში, კარგი მაგალითი ჩვენთვის? (2 მეფ. 19:24—30).