განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მოსაუბრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. ივლისსა და აგვისტოში: ბროშურები „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ და „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ ასევე კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“
◼ სიხარულით გაცნობებთ, რომ 2005 წლის 6 მარტს სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა მსახურებაში დახელოვნების სკოლის 24-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა, რომელსაც 252 ადამიანი დაესწრო. 24-მა სტუდენტმა გაიარა შესანიშნავი სწავლება და ახლა ისინი მზად არიან მიღებული ცოდნის გამოსაყენებლად. 7 ძმა დაინიშნა სპეციალურ პიონერად, დანარჩენები კი თავიანთ კრებებში განაგრძობენ მსახურებას. ვუსურვებთ მათ იეჰოვას კურთხევებს მსახურებაში! (1 კორ. 15:58).
◼ სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოში შეკეთდა ხუთი სამეფო დარბაზი. გარდა ამისა, 2005 წლის მარტამდე საქართველოში აშენდა ხუთი სამეფო დარბაზი და მოხდა მათი მიძღვნა. აქედან ერთი მარნეულში, ერთი ჭიათურაში და სამი თბილისში.