სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 41
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და თებერვლის „გამოიღვიძეთ!“
15 წთ.: „დაეხმარე სხვებს, რათა მათაც მოუტანოს სარგებლობა გამოსასყიდმა“.a შემდეგ დავალებაში განხილული იქნება, როგორ გამოვიყენოთ წიგნის „რა გვასწავლის ბიბლია“ 206—208 გვერდები, როდესაც სხვებს გახსენების საღამოზე ვიწვევთ.
20 წთ.: უფლის გახსენების საღამო — მისი აღნიშვნა პატივს მიაგებს ღმერთს. კითხვა-პასუხებით განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“, გვერდები 206—208. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე. შესავალში აჩვენე, როგორ შეიძლება პირველი აბზაცის წაკითხვით მობინადრესთან საუბრის დაწყება. სთხოვე აუდიტორიას, გააკეთონ კომენტარები შემდეგ კითხვებზე (აბზაცების წაკითხვა საჭირო არ არის): (აბზ. 2) როდის დააწესა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო? (აბზ. 3) წელიწადში რამდენჯერ უნდა აღინიშნოს უფლის გახსენების საღამო? (აბზ. 4) როგორ აღწერს ბიბლია გახსენების საღამოს? (აბზ. 5) საიდან ვიცით, რომ იესომ პირდაპირი გაგებით არ აქცია პური თავის ხორცად და ღვინო — სისხლად? (აბზ. 6) რისი სიმბოლოა უფუარი პური? (აბზ. 7) რა არის წარმოდგენილი წითელი ღვინით? (აბზ. 8) მხოლოდ ვინ უნდა მიიღოს სიმბოლოები? (აბზ. 9) როდის აღინიშნება ყოველ წელს გახსენების საღამო და რატომ უნდა დავესწროთ მას? დრო რამდენის საშუალებასაც გაძლევს, შესაბამისად ყურადღება გაამახვილე ძირითად ბიბლიურ მუხლებზე. ყველას მოუწოდე, ეს ინფორმაცია განიხილონ ბიბლიის შემსწავლელებთან და მათთან, ვისაც გახსენების საღამოზე იწვევენ; წაიკითხონ აბზაცები, იმსჯელონ ძირითად აზრებზე და გამოიყენონ მარტივი კითხვები, მაგალითად, როგორც აქ არის მოცემული.
სიმღერა 134 და ლოცვა.
20 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 18
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე მნიშვნელოვანი აზრები ჩარჩოდან „შეხსენებები გახსენების საღამოსთვის“
23 წთ.: ქრისტეს როლის აღიარება ღვთის ორგანიზაციაში. მოხსენება დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურებისთვის“, გვერდები 17—19. როდესაც პირველი ქვესათაურის „რა როლი აკისრია ქრისტეს“ პირველ და მეორე აბზაცებს განიხილავ, სამი-ოთხი წუთი გამოყავი იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოვიყენოთ გახსენების საღამოზე მოსაწვევი. მიმოიხილე 2006 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე-3 გვერდზე მოცემული მე-3 აბზაცი.
12 წთ.: წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა გვაძლიერებს. მოხსენება და ინსცენირება დაფუძნებულია ბროშურის „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2006“ წინასიტყვაობაზე. მოაწყვე ინსცენირება, რომელშიც ოჯახის წევრები ერთად განიხილავენ ბიბლიურ მუხლს და გააკეთებენ კომენტარებს.
სიმღერა 103 და ლოცვა.
27 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 44
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მარტის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“ აგრეთვე აჩვენე, თუ როგორ გამოვიყენოთ გახსენების საღამოზე მოსაწვევი დაინტერესებულების დასაპატიჟებლად.
10 წთ.: მართავს ღმერთი დღეს მსოფლიოს? მოხსენება და ინსცენირება, რომელიც დაფუძნებულია 2006 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისათვის, რომ სხვები სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე მოიწვიოთ. აუცილებლად დაპატიჟეთ ბიბლიის ყველა შემსწავლელი და ასევე მათი ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა არ ესწრებიან ბიბლიის შესწავლას. სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე მოიწვიე ყველა დაინტერესებული და ისინი, ვისაც სამქადაგებლო მსახურებაში ვხვდებით. 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ გამოყენებით წარმოადგინე ინსცენირება, როგორ დავპატიჟოთ ისინი, რომლებიც არააქტიურები გახდნენ ან შეწყვიტეს შეხვედრებზე დასწრება.
20 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია“ გავრცელებისას ჰქონდათ მარტში. განსაკუთრებით გაამახვილე ყურადღება, თუ ვინმემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. შეგიძლია ინსცენირების სახით წარმოადგინო ერთი ან ორი საინტერესო შემთხვევა.
სიმღერა 170 და ლოცვა.
3 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 199
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოკლედ მიმოიხილე 2006 წლის თებერვლის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული სტატია «შევისწავლოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“» გვერდი 6. ყურადღება გაამახვილე წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ შესწავლის გეგმაზე. აჩვენე, როგორ გამოვიყენოთ გახსენების საღამოზე მოსაწვევი დაინტერესებულების დასაპატიჟებლად.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „ასწავლე თავმდაბლებს ღვთის გზით სიარული“.b ჩართე კომენტარები 2004 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 16, აბზაცი 9.
სიმღერა 93 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.