საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/06 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
km 3/06 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. ივნისში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერება“.

◼ აპრილში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.

◼ გახსენების საღამო ჩატარდება 2006 წლის 12 აპრილს, ოთხშაბათს. თუ თქვენი კრების შეხვედრა, ჩვეულებრივ, ოთხშაბათობით ტარდება, ის კვირის სხვა დღეს უნდა ჩაატაროთ, როცა სამეფო დარბაზი თავისუფალი იქნება. მაგრამ, თუ ვერ მოხერხდა სამსახურებრივი შეხვედრის ჩატარება, შეგიძლიათ პროგრამის ის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის, სხვა სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილოთ.

◼ კრებებმა მიღებისთანავე უნდა დაარიგონ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები. ეს საშუალებას მისცემს მაუწყებლებს, გავრცელებამდე წაიკითხონ ჟურნალები. ასევე, „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლები მიღებისთანავე, შესაძლებელია პირდაპირ წიგნის შესწავლაზე, დაურიგდეს მაუწყებლებს.

◼ მაისში ერთ–ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე განვიხილავთ ვიდეოფილმს „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“. საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოკასეტები უნდა შეუკვეთოთ კრების მეშვეობით რაც შეიძლება მალე.

◼ ფილიალი არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს იმას, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება ფილიალს, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გაითვალისწინეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება