შეხსენებები გახსენების საღამოსთვის
წელს გახსენების საღამო აღინიშნება 12 აპრილს, ოთხშაბათს. უხუცესებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
◼ შეხვედრა ისეთ დროს დანიშნეთ, რომ სიმბოლოები მზის ჩასვლამდე არ ჩამოტარდეს.
◼ შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი უნდა იცოდეს ყველამ მომხსენებლის ჩათვლით.
◼ მზად უნდა გქონდეთ სათანადო პური და ღვინო (იხილე 2003 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14, 15).
◼ შესაფერისი მაგიდა, გადასაფარებელი, თეფშები და ჭიქები დარბაზში წინასწარ უნდა მიიტანოთ და თავის ადგილზე დააწყოთ.
◼ სამეფო დარბაზი ან შეხვედრისთვის განკუთვნილი სხვა ადგილი წინასწარ კარგად უნდა დასუფთავდეს.
◼ მომწესრიგებლები და ძმები, რომლებიც სიმბოლოებს ჩამოატარებენ, წინასწარ უნდა აირჩიოთ და მიუთითოთ, თუ ვინ რას გააკეთებს. შეახსენეთ, ისე ჩაიცვან, რომ ამ საღამოს შესაფერისად გამოიყურებოდნენ.
◼ ორგანიზება უნდა გაუწიოთ ყოველი დავრდომილი ცხებულის მომსახურებას, რომლებიც ვერ ახერხებენ დასწრებას.
◼ თუ ერთი სამეფო დარბაზის გამოყენებას რამდენიმე კრება აპირებს, წინასწარ ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ ვესტიბიული ან შემოსასვლელი, ტროტუარები და ავტოსადგომები არ გადაიტვირთოს.