სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: ზაფხულის თვეების განმავლობაში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ჩვეულებრივ დაიბეჭდება სამსახურებრივი შეხვედრის ყოველკვირეული გეგმა. კრებებს შეუძლიათ საჭირო ცვლილებების მოხდენა საოლქო კონგრესზე — „ხსნა ახლოსაა!“ — დასწრებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ 15 წუთი გამოყოთ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართში მოცემული რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად, რომლებიც პრაქტიკულია ადგილობრივი ტერიტორიისთვის. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე (შესაძლოა ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს) 15—20 წუთი დაუთმეთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრების გამეორებას. ეს არ უნდა იყოს კონგრესის მთლიანი პროგრამის გამეორება; არამედ მხოლოდ იმ აზრებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული სამქადაგებლო მსახურებასთან. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორ იყენებენ კონგრესზე მოსმენილ ინფორმაციას მსახურებაში.
10 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 49
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, რომ მაუწყებელი ასევე სთავაზობს წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“ მას შემდეგ, რაც მობინადრე დიდ ინტერესს გამოავლენს.
15 წთ.: „როგორ შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი?“a ჩართე კომენტარები 2002 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 14, აბზაცი 13.
20 წთ.: „შეგიძლია შეცვალო შენი განრიგი?“b მასალა ადგილობრივ პირობებს შეუსაბამე. აღნიშნე, რა არის დაგეგმილი კრებაში საღამოობით ქადაგებისთვის.
სიმღერა 13 და ლოცვა.
17 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 104
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყურადღება გაამახვილე სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე. აღძარი ყველა, რომ კვლავ გამოიყენონ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდი, რათა ბიბლიის შემსწავლელები და სხვა დაინტერესებულები, რომლებიც გახსენების საღამოს დაესწრნენ, ამ მოხსენებაზე დაპატიჟონ. მოკლედ მოყევი ორი ან სამი შემთხვევა ამ ჟურნალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც მაუწყებლებმა სხვები სპეციალური საჯარო მოხსენების მოსასმენად დაპატიჟეს. 1 მაისით დაწყებულ კვირაში, სამსახურებრივ შეხვედრაზე განვიხილავთ ვიდეოფილმს „ბიბლია — უძველესი, მაგრამ თანამედროვე წიგნი“ (რუს.). განსახილველი კითხვები მოცემულია „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის მე-6 გვერდზე.
20 წთ.: „სამეფო დარბაზების მშენებლობა საქართველოში“c (სტატია დართული აქვს 2006 წლის აპრილის „ჩვენს სამეფო მსახურებას“). განიხილავს უხუცესი, რომელიც ენთუზიაზმს ავლენს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ განხილვის დროს ყურადღება გამახვილდეს კრების მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ აზრებზე ან იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მეზობელი კრების დახმარება.
15 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები კართან და ტელეფონით“.d ჩართე მოკლე ინსცენირება იმის საჩვენებლად, თუ რის თქმა შეუძლია მაუწყებელს მობინადრისთვის, რომ ბიბლიის შესწავლა, რომელიც კართან ტარდება, სახლში ჩაატარონ.
სიმღერა 162 და ლოცვა.
24 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 66
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მაისში გავავრცელებთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“. ინსცენირებების შემდეგ ყურადღება გაამახვილე ამ ნომრების სხვა სტატიებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ხალხისთვის თქვენს ტერიტორიაზე.
30 წთ.: „ელოდეთ იეჰოვას“.e წარმოადგენს კრების მდივანი. მოიხსენიე, რომელ კონგრესზეა თქვენი კრება მიწვეული. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორ გვაძლევს კონგრესის სამკერდე ნიშნების ტარება დამოწმების შესაძლებლობებს. აღძარი აუდიტორია, რომ ხელიდან არ გაუშვან არაფორმალური დამოწმების შესაძლებლობა და გამოიყენონ ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43) [რუს.], როდესაც ვინმე ინტერესს ავლენს.
სიმღერა 191 და ლოცვა.
1 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 211
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აპრილის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. განიხილე მე-6 გვერდზე მოცემული ჩარჩო „გიცდიათ ამ მეთოდის გამოყენება?“
10 წთ.: „მხედველობითი კონტაქტის საშუალებით გამოავლინე პირადი ინტერესი“.f ჩართე მოკლე ინსცენირება: საზოგადოებრივ ადგილას მაუწყებელი მხედველობით კონტაქტს ამყარებს პიროვნებასთან, იწყებს საუბარს და შემდეგ დამოწმებაზე გადადის.
10 წთ.: „ხელმძღვანელი საბჭოს წერილი“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. მოიხსენიე მნიშვნელოვანი აზრები 2005 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიშიდან.
20 წთ.: «განავითარეთ მადლიერება ვიდეოფილმისთვის „ბიბლია — უძველესი, მაგრამ თანამედროვე წიგნი“». აუდიტორიასთან განხილვა. გამოიყენე კითხვები, რომლებიც მოცემულია მე-6 გვერდზე. ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 50-ზე მეტ ენაზეა გამოცემული და საერთო ტირაჟი 100 მილიონს აჭარბებს; ის ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული თარგმანია. ივნისში განვიხილავთ ამ სერიის მესამე ვიდეოფილმს, სათაურით „ბიბლია — მისი ძალა შენს ცხოვრებაში“ (რუს.).
სიმღერა 82 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
f შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.