სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 2
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე–4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ შეთავაზებაში მაუწყებელი 1 აპრილისა და 15 აპრილის „საგუშაგო კოშკს“, აპრილის „გამოიღვიძეთ!“-თან ერთად, აძლევს მობინადრეს, რომელთანაც ჟურნალები რეგულარულად მიაქვს და რომელმაც რაღაც მიზეზების გამო ვერ მიიღო 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“. ამ სამი ჟურნალის შეთავაზებისას მხოლოდ ერთ ჟურნალზე ამახვილებს ყურადღებას. მაუწყებელმა, რომელსაც მობინადრესთან რეგულარულად მიაქვს ჟურნალები, ის თვეში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მოინახულოს.
20 წთ.: «‘მომყევით’».a აიღე მოკლე ინტერვიუ სამაგალითო მაუწყებლისგან, რომელიც ცდილობს უბრალოდ იცხოვროს, რათა უფრო მეტი გააკეთოს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად და სხვების დასახმარებლად. აღნიშნე კურთხევები, რომელთაც ის იღებს ამგვარად მოქმედებისთვის.
15 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. სთხოვე მსმენელებს, მოყვნენ, რა კურთხევები მიიღეს იმის შედეგად, რომ მარტსა და აპრილში უფრო მეტი დრო დაუთმეს მსახურებას. აღნიშნე, რამდენი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და როგორ დაეხმარნენ დაინტერესებულებს უფლის გახსენების საღამოზე დასწრებაში. შეიძლება გაკეთდეს ერთი ან ორი საინტერესო შემთხვევის ინსცენირება.
სიმღერა 91 და ლოცვა.
15 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 9
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოუწოდე ყველას, ნახონ ვიდეოფილმი „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“, რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც იქნება 29 მაისით დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე.
10 წთ.: გაერთიანებულად მსახურება ქრისტეს ხელმძღვანელობით. მოხსენება დაფუძნებულია მასალაზე, რომელიც მოცემულია წიგნში „ორგანიზებულნი ვართ ჩვენი მსახურებისთვის“ ქვესათაურიდან „რას ნიშნავს ქრისტეს როლის აღიარება“, გვერდები 18—21.
25 წთ.: „სამეფო დარბაზების მშენებლობა — წმინდა მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი“.b მეორე აბზაცის განხილვისას აჩვენე განცხადება სამეფო დარბაზების მშენებლობაზე მსახურებისთვის (А–25) და ახსენი, როგორ შეიძლება ამ ბლანკის ეგზემპლარის მიღება. ინტერვიუ აიღე მათგან, ვინც მონაწილეობა მიიღო სამეფო დარბაზის აშენებაში ან გარემონტებაში.
სიმღერა 133 და ლოცვა.
22 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 86
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე–4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ და მაისის „გამოიღვიძეთ!“. ინსცენირებებში ოჯახი ემზადება შეთავაზების გასაკეთებლად.
15 წთ.: „გამოავლინე პირადი ინტერესი — იყავი ყურადღებიანი და თავაზიანი“.c მე-4 აბზაცის განხილვისას მოკლედ მიმოიხილე ჩარჩო „რას ამბობთ, როცა ავტომოპასუხე გპასუხობთ?“, რომელიც მოცემულია მე-3 გვერდზე.
18 წთ.: გარეგნობა. აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია „თეოკრატიული სამსახურის სკოლის“ სახელმძღვანელოზე, გვერდები 131—133. განიხილე 5 პრინციპი, რომლებიც ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობას ეხება. მოიხსენიე, რომ ამ მასალით შეგვიძლია ტაქტიანად დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს იმის გაგებაში, თუ როგორი ჩაცმულობაა სათანადო კრების შეხვედრებზე დასწრებისას.
სიმღერა 215 და ლოცვა.
29 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 42
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მაისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
10 წთ.: ივნისში შევთავაზოთ წიგნი „დიდებული მასწავლებელი“. 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე–4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან. დრო რამდენის საშუალებასაც გაძლევს, სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ ის დადებითი შედეგები, რომლებიც ამ წიგნის გამოყენებას მოჰყვა როგორც სხვებთან, ისე ოჯახის წევრებთან ქადაგებისას.
25 წთ.: „ყველასთვის სამაგალითო“. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და მე-2 აბზაცში მოცემული კითხვებით განიხილე ვიდეოფილმი „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“. შემდეგ სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ, თუ როგორ იყენებენ ოჯახებში „სასწავლო დავალებებს“ (Обучающие задания), რომლებიც ამ ფილმთან ერთად არის DVD–ზე. ბოლოს განიხილვე კითხვა და ბიბლიური მუხლები მე–3 აბზაციდან.
სიმღერა 9 და ლოცვა.
5 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 176
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: როგორ მივაღწიოთ წარმატებას განმეორებითი მონახულებისას. აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2003 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ მე-16 გვერდზე მოცემულ ჩარჩოზე. განიხილე შვიდივე რჩევა და სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორ შეიძლება ამ რჩევების გამოყენება თქვენს ტერიტორიაზე. აღძარი მაუწყებლები, დაისახონ ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზანი მათი განმეორებით მონახულებისას, რომლებიც ლიტერატურას იღებენ ან ინტერესს ავლენენ. გამოიყენე 2006 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-5 გვერდზე მოცემული ერთ-ერთი შეთავაზება იმის საჩვენებლად, თუ როგორ შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლის დაწყება მას, ვისაც განმეორებით ვინახულებთ.
სიმღერა 57 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.