სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
12 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 218
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ და ივნისის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთი ინსცენირებისას აჩვენე ჟურნალის შეთავაზება არაფორმალური დამოწმებისას.
20 წთ.: „ჩვენი მსახურება — თანაგრძნობით აღსავსე საქმე“.a თუ დრო საშუალებას გაძლევს, სთხოვე მსმენელებს, კომენტარი გაუკეთონ ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს.
15 წთ.: „ერთგული და გონიერი მონისადმი“ ნდობა. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე: „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 3.
სიმღერა 47 და ლოცვა.
19 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 21
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე ყველას, უყურონ ვიდეოფილმს „ბიბლია — მისი ძალა შენს ცხოვრებაში“, რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც 3 ივლისით დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე იქნება.
20 წთ.: კარგია სიტყვა თავის დროზე. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია 2006 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 16—19. შესავალში განიხილე ქვესათაური „დადებითი შედეგები“ და აღნიშნე შექების ოთხი დადებითი მხარე. შემდეგ სთხოვე აუდიტორიას უპასუხოს შემდეგ კითხვებს: ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად განდიდებას? რატომ იმსახურებენ თანამორწმუნეები მართებულ შექებას? სხვების შექების რა შესაძლებლობები გვეძლევა კრებაში? რით არის სასარგებლო ოჯახის წევრების შექება და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? შენ როგორ გამხნევებს და განმტკიცებს შექება?
15 წთ.: „შექებით გამოავლინე პირადი ინტერესი“.b ჩართე მოკლე ინსცენირება, სადაც მაუწყებელი ყურადღებით უსმენს მობინადრეს, გულწრფელად აქებს და შემდეგ მობინადრის ნათქვამს შესაფერისი მუხლის წაკითხვით ადასტურებს.
სიმღერა 96 და ლოცვა.
26 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 63
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ორგანიზაციიდან გამოგზავნილი შესაწირავის მიღების დამადასტურებელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ და ივლისის „გამოიღვიძეთ!“. თითოეული ინსცენირების ბოლოს მაუწყებელი სვამს დამაფიქრებელ შეკითხვას, რომელსაც მომდევნო შეხვედრისას წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია“ გასცემს პასუხს.
15 წთ.: უცხოენოვან კრებაში მსახურება. 2006 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკზე“ დაფუძნებული მოხსენება, გვ. 17—20. ჩართე აზრები წიგნიდან: „ორგანიზებულნი“, გვ. 112, აბზ. 2 (რუს.). მასალა ადგილობრივ მოთხოვნილებებს შეუსაბამე. აიღე ინტერვიუ ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებმაც უცხო ენის შესწავლით სცადეს მსახურების გაფართოება.
15 წთ.: სასიხარულო ცნობის გაცხადება ივლისში. ძირითადად რა საკითხები აინტერესებთ თქვენს სამეზობლოში? მოკლე ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებმაც ეფექტურად გამოიყენეს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“ და შესაძლოა ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს. შემდეგ მოაწყვე კარდაკარ მსახურების ინსცენირება და გამოიყენე თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზება (იხილე 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8, აბზ. 5).
სიმღერა 208 და ლოცვა.
3 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 111
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს ჩააბარონ ივნისის თვის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები, თუ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ ეს.
20 წთ.: «როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ვიდეოფილმმა: „ბიბლია — მისი ძალა შენს ცხოვრებაში“». აუდიტორიასთან განხილვა. მოყევი 1997 წლის „წელიწდეულის“, გვ. 54, აბზ. 1-ში (რუს.) მოცემული შემთხვევა, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება საზოგადოების ვიდეოფილმების საუკეთესოდ გამოყენება.
20 წთ.: „როგორ შეგიძლია მიაღწიო სულიერ მიზნებს“.c კრებაში სთხოვე ახალგაზრდებს მოყვნენ, თუ რა სულიერი მიზნები აქვთ დასახული და რას აკეთებენ მათ მისაღწევად. შეიძლება ერთი ან ორი კომენტარი წინასწარ მომზადდეს.
სიმღერა 30 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.