სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
9 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 25
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“ და ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“ და მათთან ერთად ტრაქტატი №37 „ცნობა სამეფოს შესახებ“.
15 წთ.: „დაეხმარე სხვებს, გახდნენ ღვთის მეგობრები“a. სთხოვე მსმენელებს, მოყვნენ, როგორ დაეხმარა მათ სხვების მაგალითები და გულწრფელი ლოცვები, რომ მონათლულიყვნენ.
20 წთ.: მოემზადე, რომ გაავრცელო ტრაქტატი №37 „სამეფოს შესახებ ცნობა“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. გადახედე ამ ტრაქტატის კამპანიასთან დაკავშირებულ რჩევებს, რომლებიც განხილულია სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. წაახალისე ყველა, სრული მონაწილეობა მიიღონ ამ კამპანიაში. აღძარი ისინი, ვისაც ბიბლიის პროგრესული შესწავლები აქვს, დაფიქრდნენ, არიან თუ არა შემსწავლელები მზად, რომ მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ კამპანიაში. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ, მზად არიან თუ არა მათი შვილები ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მოკლედ განიხილე მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია 79—81 გვერდებზე წიგნში „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“.
სიმღერა 221 და ლოცვა.
16 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 84
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: წიგნის შესწავლას სარგებლობა მოაქვს. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 69—72 პირველ ქვესათაურამდე.
15 წთ.: „რა დგას შენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე?“b. სთხოვე შერჩეულ მაუწყებლებს, მოყვნენ, როგორ შეცვალეს განრიგი, რომ სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დაეყენებინათ და რა კურთხევები მიიღეს შედეგად.
სიმღერა 172 და ლოცვა.
23 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 58
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული მადლობის წერილი. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ და ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება მასთან, ვინც გვეუბნება: „რატომ დადიხართ ასე ხშირად?“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემებზე საუბარი“, გვ. 12).
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა დიდ სარგებლობას მოგიტანს“c. მე-3 აბზაცის განხილვისას მოიხსენიე აზრები 2001 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული „შეკითხვების ყუთის“ მე-4 აბზაციდან, სადაც განხილულია, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა შეხვედრაზე ჩამტარებელი ძმა არ არის.
სიმღერა 143 და ლოცვა.
30 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 207
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები და ბლანკის მეორე მხარეს მიუთითონ, რა რაოდენობით გაავრცელეს ტრაქტატი №37 „ცნობა სამეფოს შესახებ“.
15 წთ.: როგორ ვუქადაგო თანაკლასელებს? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ზე, გვერდები 26—28. სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ თანაკლასელებთან ქადაგების საინტერესო შემთხვევები.
20 წთ.: ტრაქტატი №37 „ცნობა სამეფოს შესახებ“ — საინტერესო შემთხვევები. სთხოვე მაუწყებლებს, მოყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც ამ ტრაქტატის გავრცელების დროს ჰქონდათ. აღნიშნე, რამდენი უბანი დამუშავდა და რა უნდა გაკეთდეს, რომ 12 ნოემბრამდე კრების მთელი ტერიტორია დამუშავდეს. წარმოადგინე განმეორებითი მონახულების ინსცენირება წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ შეახსენე მაუწყებლებს, დააბრუნონ ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ ზედმეტი ეგზემპლარები, რომელთა გავრცელებასაც ვერ შეძლებენ კამპანიის დასრულებამდე, რათა სხვებმა გაავრცელონ ისინი.
სიმღერა 136 და ლოცვა.
6 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 146
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. გამოიყენე 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე-4 გვერდზე მოცემული შეთავაზებები ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებები და წარმოადგინე ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ ნოემბრის მეორე ნახევარში წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. დრო თუ გაძლევს საშუალებას, სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ, როგორ გამოიყენეს ეს პუბლიკაცია სამქადაგებლო მსახურებასა თუ ოჯახში და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას.
15 წთ.: რა გიშლის ხელს, რომ მოინათლო? უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 13—15.
20 წთ.: დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწილის დღე. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2006 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 28—31.
სიმღერა 8 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.