სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: ზაფხულის თვეების განმავლობაში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ჩვეულებრივ დაიბეჭდება სამსახურებრივი შეხვედრის ყოველკვირეული გეგმა. კრებებს შეუძლიათ საჭირო ცვლილებების მოხდენა საოლქო კონგრესზე — „მიჰყევით ქრისტეს!“ — დასწრებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ 15 წუთი გამოყოთ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართში მოცემული რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად, რომლებიც პრაქტიკულია თქვენი ტერიტორიისთვის. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე (შესაძლოა ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს) 15—20 წუთი დაუთმეთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრების გამეორებას, რომლებიც დამხმარე იქნება მაუწყებლებისთვის სამქადაგებლო მსახურებაში. განხილვას წარუძღვება სამსახურებრივი ზედამხედველი. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორ იყენებენ კონგრესზე მოსმენილ ინფორმაციას მსახურებაში ან როგორ გამოიყენებენ მას.
9 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 201
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის სხვა შესაფერისი შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთ ინსცენირებაში მაუწყებელი წამოჭრის კითხვას, რომელზეც განმეორებითი მონახულების დროს იმსჯელებს.
15 წთ.: „ყველას შეუძლია დაეხმაროს შემსწავლელებს სულიერ წინსვლაში“a. როდესაც განიხილავ მე-4 აბზაცს სთხოვე აუდიტორიას, გააკეთონ კომენტარები, თუ როგორ ამხნევებდნენ მათ კრების წევრები ნათლობამდე. შეგიძლია ერთ ან ორ მაუწყებელს წინასწარ შეუთანხმდე კომენტარის თაობაზე.
20 წთ.: „შეხვედრებს სარგებლობა მოაქვს ჩვენი შვილებისთვის“. კითხვა-პასუხებით განხილვა. განხილვის ბოლოს ინტერვიუ აიღე სამაგალითო მშობლებისგან და მათი შვილებისგან, რომლებიც იყენებენ სტატიაში მოცემულ რჩევებს. მოაყოლე მშობლებს, თუ როგორ ეხმარებოდნენ და ეხმარებიან შვილებს კრების შეხვედრებისთვის მომზადებაში, და რა დადებითი შედეგები მოაქვს ამას მათთვის.
სიმღერა 43 და ლოცვა.
16 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 161
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: ‘უშიშრად ილაპარაკე ღვთის სიტყვა’b. დრო რამდენის საშუალებასაც გაძლევს, სთხოვე აუდიტორიას, კომენტარები გააკეთონ მოყვანილ, მაგრამ არა ციტირებულ მუხლებზე.
20 წთ.: „როცა სახლში არ გვხვდებიან“c. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი.
სიმღერა 207 და ლოცვა.
23 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 215
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მოუწოდე ყველას, უყურონ DVD-ს სახელწოდებით „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“, რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც იქნება შემდეგ კვირაში სამსახურებრივ შეხვედრაზე. ყურადღება გაამახვილე „მთავარ მენიუზე“ და ახსენი, როგორ მოძებნონ სასურველი მასალა. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის სხვა შესაფერისი შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ და მაისის „გამოიღვიძეთ!“
10 წთ.: რა საოცარი სინათლეა! მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2007 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 12—14.
25 წთ.: „ღირსეული საქციელით მიჰყევი ქრისტეს“d. წარმოადგენს კრების მდივანი. მოიხსენიე, რომელ კონგრესზეა თქვენი კრება მიწვეული. მიმოიხილე ჩარჩო „შეხსენებები საოლქო კონგრესთან დაკავშირებით“.
სიმღერა 172 და ლოცვა.
30 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 186
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აპრილის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „რა გზას აირჩევ ცხოვრებაში?“ — ნაწილი 1e. მას შემდეგ, რაც აუდიტორიასთან ერთად მოკლედ განიხილავ პირველ და მეორე აბზაცებს, გადადი მესამე და მეოთხე აბზაცებში დასმული კითხვების განხილვაზე. მე-3 აბზაცში მოცემული მე-4 კითხვის განხილვისას წაიკითხე ორივე ბიბლიური მუხლი. დასასრულს მიმოიხილე DVD-ის „მთავარი მენიუ„. მოუწოდე ყველას, რომ ნახონ DVD-ზე „ინტერვიუები“ და „დამატებითი მასალა“, რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც იქნება შემდეგ კვირაში სამსახურებრივ შეხვედრაზე.
სიმღერა 44 და ლოცვა.
7 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 164
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილები. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 11.
25 წთ.: „რა გზას აირჩევ ცხოვრებაში?“ — ნაწილი 2f. განიხილე 5—7 აბზაცებში დასმული კითხვები. განხილვა დაასრულე მე-8 აბზაცში მოცემული გულთბილი მოწოდებით.
სიმღერა 178 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
f შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.