სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
14 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 205
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“ და მაისის „გამოიღვიძეთ!“
20 წთ.: მხარს ვუჭერთ სამეფოს საქმეს ადგილობრივ ტერიტორიაზე და მსოფლიო მასშტაბით. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 12.
15 წთ.: „ის ძალას აძლევს დაღლილს“a. თუ დრო საშუალებას მოგცემს, სთხოვე აუდიტორიას, კომენტარები გააკეთონ მოყვანილ, მაგრამ არა ციტირებულ მუხლებზე.
სიმღერა 1 და ლოცვა.
21 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 41
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ უცხო ენა! მოხსენება დაფუძნებულია 2007 წლის მარტის „გამოიღვიძეთ!“-ზე, გვერდები 10—12. ყურადღება გაამახვილე, თუ რამდენად ღირს უცხო ენის სწავლა მსახურების გაფართოების მიზნით.
20 წთ.: „ეფექტურად იყენებ ღვთის სიტყვას?“b. ჩართე კომენტარები „თეოკრატიული სამსახურის სკოლის“ წიგნში მოცემული ჩარჩოებიდან, გვერდები 143 და 144.
სიმღერა 202 და ლოცვა.
28 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 46
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მაისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ და ივნისის „გამოიღვიძეთ!“
20 წთ.: ივნისში შევთავაზებთ წიგნ „შემოქმედს“ ან „ოჯახურ ბედნიერებას“. ყურადღება გაამახვილე ამ წიგნების ზოგიერთ თავისებურებაზე, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. წარმოადგინე თითოეული წიგნის შეთავაზების ინსცენირება, რომლებიც თქვენი ტერიტორიისთვის იქნება ეფექტური. თუ დრო საშუალებას გაძლევს სთხოვე აუდიტორიას, გააკეთონ კომენტარები, თუ რა დადებითი შედეგები მოჰყვა ამ წიგნების გამოყენებას ნაცნობებთან თუ ოჯახის წევრებთან.
15 წთ.: სამქადაგებლო მსახურების შემთხვევები. სთხოვე დამხმარე პიონერებსა და სხვა მაუწყებლებს, რომლებმაც უფრო მეტი დრო დაუთმეს მსახურებას მარტში, აპრილსა და მაისში, მოყვნენ საინტერესო შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდში ჰქონდათ. აგრეთვე მოაყოლე გამამხნევებელი შემთხვევები მათ, ვინც ჟურნალებს ავრცელებდა იმ მიზნით, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო. შეგიძლია ასეთი შემთხვევების ერთი-ორი ინსცენირება მოაწყო.
სიმღერა 21 და ლოცვა.
4 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 99
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „ასწავლე შვილებს, განადიდონ იეჰოვა“c. მე-4 აბზაცის განხილვისას ჩართე კომენტარები 2005 წლის ივლისის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვერდი 3.
სიმღერა 169 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.