სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
11 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 153
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ და ივნისის „გამოიღვიძეთ!“
15 წთ.: ღვთის სიტყვის მასწავლებლებად ყოველმხრივ მომზადებულნი. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 24—28. ზოგი ქრისტიანი ყოყმანობს, რომ დაინტერესებულებს ბიბლიის შესწავლა შესთავაზოს, რადგან ფიქრობს, რომ ამისთვის მზად არ არის და ვერ შეძლებს შესწავლის ჩატარებას. მაგრამ, ამისთვის იეჰოვა გვამზადებს თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ორგანიზაციის საშუალებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ლიტერატურის გავრცელება არ არის. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ვასწავლოთ (მათ. 28:19, 20). გაამხნევე მაუწყებლები, რომ ბიბლიის შესწავლები დაიწყონ.
20 წთ.: ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 13.
სიმღერა 144 და ლოცვა.
18 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 217
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: გახსოვთ თუ არა? აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2007 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდი 19.
20 წთ.: „სიხარულით ვიხარჯებით იეჰოვას მსახურებაში!“a. თუ დრო საშუალებას გაძლევს, სთხოვე აუდიტორიას, კომენტარები გააკეთონ მოყვანილ, მაგრამ არა ციტირებულ მუხლებზე.
სიმღერა 82 და ლოცვა.
25 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 15
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ და ივლისის „გამოიღვიძეთ!“
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: «შეგიძლია შეხვიდე ‘მოღვაწეობისთვის გაღებულ დიდ კარში’?»b. მოკლე ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი პიონერისგან. რა ცვლილებები მოახდინეს ცხოვრებაში იმისთვის, რომ პიონერებად დაეწყოთ მსახურება? რა კურთხევებს იმკიან?
სიმღერა 138 და ლოცვა.
2 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 208
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ივნისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მოიხსენიე, რომელ ლიტერატურას გავავრცელებთ ივლისში. გააკეთე ერთი შეთავაზების ინსცენირება.
15 წთ.: არაფორმალური დამოწმება — სასიხარულო ცნობის ქადაგების მნიშვნელოვანი მეთოდი. აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 101, 102. მოიხსენიე ზოგიერთი პრაქტიკული საშუალება, თუ როგორ შეგვიძლია არაფორმალურად დამოწმება. სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ საინტერესო შემთხვევები, რომლებიც არაფორმალურად დამოწმებას მოჰყვა.
20 წთ.: «კვლავაც ‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ’»c. მე-4 აბზაცის განხილვისას ჩართე კომენტარები ჩარჩოდან «როგორ ‘გამოვიღოთ ნაყოფი მოთმინებით’», რომელიც მოცემულია 2003 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ 21-ე გვერდზე.
სიმღერა 69 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.