თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2007 წლის 29 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2007 წლის 3 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 29 ოქტომბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
რჩევების განხილვა
1. რატომ არის გამეორება სწავლებაში დამხმარე მნიშვნელოვანი მეთოდი? [be გვ. 206, აბზ. 1, 2 და ჩარჩო]. გამეორება მსმენელს ნათქვამის დამახსოვრებაში ეხმარება, მისი საშუალებით შესაძლებელია მთავარი აზრების ხაზგასმა, რათა მსმენელმა ისინი უკეთესად აღიქვას. ჩვენი მიზანია, მსმენელს ისეთი ინფორმაცია გადავცეთ, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ. მსმენელი თუ ნათქვამს ვერ დაიმახსოვრებს, ჩვენი სიტყვები გავლენას ვერ მოახდენს მათ შეხედულებებსა და ცხოვრებაზე.
2. მოხსენების წარმოთქმისას როგორ შეგვიძლია თემის ხაზგასმა? [be 210-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო]. თავდაპირველად, უნდა შეარჩიო მთავარი აზრები, რომლებიც ხელს შეუწყობს თემის განვითარებას. ამასთანავე, დაფიქრდი, სად და როგორ გაუსვამ ხაზს თემას, რომ ის მთელ მოხსენებას გასდევდეს. მოხსენების კითხვისას გაიმეორე თემის ძირითადი სიტყვები ან აზრები.
3. რომელი აზრებია მოხსენების მთავარი აზრები და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? [be გვ. 212, აბზ. 1—3]. მთავარი აზრები ის მნიშვნელოვანი აზრებია, რომელთა გარეშე შეუძლებელია მოხსენების მიზნის მიღწევა. მსმენელი და მოხსენების მიზანი განსაზვრავს იმას, თუ რა ინფორმაციას გამოვიყენებთ მთავარ აზრებად. უნდა გვახსოვდეს, როგორი მსმენელის წინაშე მოგვიწევს გამოსვლა და მხოლოდ ის მასალა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ნამდვილად სჭირდება მსმენელს.
4. რატომ არ უნდა იყოს მთავარი აზრები ბევრი? [be გვ. 213, აბზ. 2—4]. ნებისმიერი თემის განსავითარებლად საკმარისია რამდენიმე ძირითადი აზრის საფუძვლიანად განხილვა. თუ თემაში ბევრი მთავარი აზრი გვექნება, ეს ხელს შეგვიშლის თითოეულის საფუძვლიანად განხილვაში. როდესაც თემაში მხოლოდ რამდენიმე მთავარი აზრია, მსმენელს ეძლევა დრო, აღიქვას ისინი და კარგად დაიმახსოვროს.
5. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შესავალმა ინტერესი აღძრას, და როგორ შეიძლება ამის მიღწევა? [be გვ. 215, აბზ. 1; გვ. 216, აბზ. 1—3 და ჩარჩო]. შესავალზეა დამოკიდებული მოგვისმენს თუ არა მსმენელი საერთოდ და რამდენად ყურადღებით მოგვისმენს ის. მსმენელში ინტერესს იწვევს ისეთი შეკითხვების დასმა, რომლებიც მათ დააფიქრებს და გონებით შენთან დიალოგში ჩააბამს. ინტერესი შეიძლება ცხოვრებისეული შემთხვევის მოყოლამაც აღძრას, თანაც გასათვალისწინებელია ის, რომ ეს შემთხვევა თემის რომელიმე მნიშვნელოვანი აზრის საფუძვლად იქცეს. ბოლო დროს მომხდარი რაიმე ამბის ან ციტატის მოყვანაც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, თუ ეს თემის შესაფერისი იქნება.
დავალება №1
6. როგორ გვეხმარება ფსალმუნის 119:89, 90 იმის გაგებაში, რომ ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ღვთის სიტყვაზე? [w05 4/15 გვ. 15, აბზ. 3]. ღვთის სიტყვით, რომელიც „დაფუძნებულია ზეცაში“, ციური სხეულები აბსოლუტური სიზუსტით მოძრაობენ თავიანთ ორბიტებზე და დედამიწა მყარად არის დაფუძნებული, რათა მარადიულად იდგეს (იობ. 38:31—33; ფსალმ. 104:5). ჩვენ დამოკიდებულნი ვართ იეჰოვას პირიდან გამომავალ ყოველ სიტყვაზე; რასაც ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად იტყვის, ‘წარმატებით’ დაგვირგვინდება (ეს. 55:8—11).
7. რას უსვამს ხაზს ეზეკიელის წიგნი და რა შედეგს მოიმკიან ისინი, ვინც თავისი ცხოვრებით წმინდად არ ჰყოფენ იეჰოვას? [bsi07 გვ. 8, აბზ. 33]. ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში ნაჩვენებია, რომ იეჰოვას სახელის განწმენდა ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია (ეზეკ. 36:23). იეჰოვა განწმენდს თავის სახელს იმით, რომ გაანადგურებს თავისი სახელის ყველა შემლახველს. ყველა, ვინც დღეს ცდილობს, განწმინდოს იეჰოვას სახელი იმით, რომ ცხოვრებაში გამოიყენოს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული მისი მოთხოვნები, განიკურნება და მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს სიმბოლური მდინარიდან, რომელიც ღვთის ტაძრიდან მოედინება.
8. როგორ შეუძლია „იეჰოვას სიტყვას“ ჩვენი გულის დაცვა? (ფსალმ. 18:30) [w05 9/1 გვ. 30, აბზ. 2]. როდესაც უდაბნოში იესო სატანას გამოეპასუხა, ის იმიტომ არ აჰყვა ეშმაკს საუბარში, რომ ეჩვენებინა, მათ შორის ვის უფრო მეტი ცოდნა ჰქონდა. თავის დაცვის მიზნით წმინდა წერილების გამოყენებით იესომ ის ილაპარაკა, რაც გულში ჰქონდა; სწორედ ამიტომაც სატანის სტრატეგიამ, რომელიც მან წარმატებით გამოიყენა ედემის ბაღში, იესოს შემთხვევაში მარცხი განიცადა (ლუკ. 4:1—13). თუ გულს იეჰოვას სიტყვებით ავივსებთ, სატანის ხრიკები ვერც ჩვენს შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას.
9. როგორ ესმება ხაზი სამეფოსთან დაკავშირებულ იმედს დანიელის წიგნში? [bsi07 გვ. 10, აბზ. 23]. იეჰოვა ღმერთი წარმოდგენილია, როგორც უზენაესი მმართველი, რომელიც ამყარებს სამეფოს, რომელიც არასდროს დაიქცევა (დან. 2:19—23, 44; 4:25). იეჰოვა განდიდებულია, როგორც ძველი დღეთა, რომელიც წყვეტს მმართველობის საკითხს და „კაცის ძის მსგავსს“ გადასცემს საუკუნო „მმართველობას, დიდებასა და სამეფოს“. „უზენაესის წმინდები“ ‘კაცის ძესთან’, ანუ იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (დან. 7:13, 14, 18, 22; მათ. 24:30; გამოცხ. 14:14). ის არის მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც თავის სამეფო ძალაუფლებას ამ ქვეყნიერების ყველა სამეფოს მოსასპობად გამოიყენებს (დან. 2:44; 12:1; გამოცხ. 12:7—10).
10. როგორ გვიმტკიცებს ოსიას წიგნი რწმენას იეჰოვას სულით შთაგონებული წინასწარმეტყველებებისადმი? [bsi07 გვ. 12, აბზ. 14]. ყველაფერი, რაც ოსიამ ისრაელზე და იუდაზე იწინასწარმეტყველა, შესრულდა. ისრაელის საყვარლებმა — მისმა კერპთაყვანისმცემელმა მეზობელმა ერებმა — მიატოვეს ის; ძვ. წ. 740 წელს მან ასურელებისგან განადგურების ქარიშხალი მოიმკა (2 მეფ. 15:20; 17:3—6, 18; ოს. 8:7—10). იეჰოვამ შეიწყალა იუდა და იხსნა ის არა სამხედრო ძალებით, არამედ ანგელოზის მეშვეობით, რომელმაც 185 000 ასურელი გაწყვიტა (2 მეფ. 19:34, 35; ოს. 1:7). აღდგენასთან დაკავშირებული ოსიას წინასწარმეტყველებები მაშინ შესრულდა, როდესაც იეჰოვამ იუდა და ისრაელი ძვ. წ. 537 წელს გადასახლებიდან სამშობლოში დააბრუნა (ეზრ. 2:1; 3:1—3; ოს. 1:10, 11; 2:14—23; 3:5; 11:8—11; 13:14; 14:1—9).
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რას ნიშნავს ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის გაზომვა და რაში გვარწმუნებს ეს დღეს? (ეზეკ. 40:2—5) [w99 3/1 გვ. 9, აბზ. 6; გვ. 14, აბზ. 7]. ხილვა ტყვეობით მყოფ იუდეველებს არწმუნებდა, რომ ღვთის ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა სრულიად აღდგებოდა. ტაძრის გაზომვა იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ღმერთი აუცილებლად იზრუნებდა ხილვის შესრულებაზე. დღეს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვერაფერი — მთავრობის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობაც კი — ვერ შეაჩერებს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას.
12. ეზეკიელის ხილვის საბოლოო შესრულების მიხედვით ვინ არის „თავკაცი“ (მთავარი)? (ეზეკ. 48:21) [w99 3/1 გვ. 15, აბზ. 13 — გვ. 16, აბზ. 15; გვ. 22, აბზ. 19 — გვ. 23, აბზ. 20]. „თავკაცში“ იგულისხმება მიწიერი იმედის მქონე მამაკაცების კლასი, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში ხელმძღვანელობას გასწევენ (ეზეკ. 45:8, 9). ერთგული ცხებული უხუცესები ათწლეულებია, რაც თავკაცის მზარდი კლასის წევრებს ამზადებენ. მაშინ როცა 144 000 ზეციერი მმართველი ქრისტესთან ერთად ზეცაში იმეფებს, მესიანური სამეფოს ზედამხედველობით თავკაცის კლასი ხელმძღვანელობას გაუწევს კაცობრიობას.
13. რას ნიშნავს დანიელის 2:21-ში ჩაწერილი სიტყვები? [w98 9/15 გვ. 12 აბზ. 9]. მართალია, იეჰოვა პირდაპირ არ ერევა პოლიტიკურ საქმეებში და ამა თუ იმ რეჟიმს არ ცვლის, მაგრამ მას შეუძლია აღაზევოს და დაამხოს მმართველები. ის ამას აკეთებს თავისი განზრახვის შესასრულებლად მაშინ, როცა ამას საჭიროდ თვლის.
14. რატომ იყო დანიელი იეჰოვასთვის „ძალიან ძვირფასი“? (დან. 9:23) [dp გვ. 185, აბზ. 12; w04 8/1 გვ. 12 აბზ. 17]. დანიელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მხარი დაეჭირა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება მას სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა (დან. 1:8; 2:12, 13; 6:8—11). ის რეგულარულად მიმართავდა იეჰოვას ლოცვით. დანიელი სწავლობდა და ფიქრობდა ღვთის სიტყვასა და მის განზრახვებზე (დან. 9:1, 2). ის ყურადღებას ამახვილებდა ღვთის სიმართლეზე და თავმდაბლად აღიარებდა საკუთარ შეცდომებს (დან. 9:7, 14, 16, 20).
15. რა გაგებით არ იყო „ღვთის ცოდნა“ ისრაელის „მიწაზე“ და რა გავლენას უნდა ახდენდეს ეს სიტყვები ჩვენზე? (ოს. 4:1, 2, 6) [w05 11/15 გვ. 21, აბზ. 21; jd გვ. 58, აბზ. 5; გვ. 61, აბზ. 10]. შეიძლება ისრაელები მაინცდამაინც არ უგულებელყოფდნენ ღვთის სიტყვას, მაგრამ ისინი „გაძღნენ და გადიდგულდნენ“ (ოს. 13:6). მატერიალური თვალსაზრისით ისინი „გაძღნენ“ და „ღვთის ცოდნის“ თანახმად აღარ მოქმედებდნენ (ოს. 4:1, 2). ეს სიტყვები დღეს თითოეულმა გაფრთხილებად უნდა მივიღოთ, რათა სულიერად არ დავსუსტდეთ და ღვთის ნორმები არ დავარღვიოთ.