განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს უჩვენე მას ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“. მასთან ერთად იმსჯელე ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეს ბიბლიის შესწავლის დაწყება. ნოემბერში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზე ბროშურა „იფხიზლეთ!“ დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თუ კრების მარაგში არა გაქვთ წიგნები, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“ იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი!“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნი „დაუახლოვდით იეჰოვას“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ განსაკუთრებულად ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას.
◼ დეკემბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.
◼ ფილმი „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ განხილული იქნება იანვარში ერთ-ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე. თუ კრებაში არა გაქვთ ეს ფილმი, დროულად შეუკვეთეთ.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართში მოცემულია „თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა 2008 წლისთვის“, რომელიც უნდა გამოვიყენოთ 2008 წლის განმავლობაში.
◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ძმა, რომელიც სამსახურებრივ შეხვედრაზე ბოლო დავალებით გამოვა, თვითონვე გამოაცხადებს ბოლო სიმღერას. შემდეგ ლოცვას წარმოთქვამს თვითონ ან სხვა შესაფერი ძმა, რომელიც წინასწარ იქნება გაფრთხილებული.
◼ ახალციხეში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 3 ივლისს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 127 ადამიანი.