თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2008 წლის 30 ივნისით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2008 წლის 5 მაისით დაწყებული კვირიდან 30 ივნისით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვ. 36, 37].
რჩევების განხილვა
1. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული მაგალითები გასაგები იყოს მსმენელისთვის? [be გვ. 242, აბზ. 3 — გვ. 243, აბზ. 1].
2. რატომ არის უბრალო, ნაცნობი სიტუაციებიდან მოყვანილი მაგალითები ეფექტური? [be გვ. 245, აბზ. 2—4].
3. რამდენად მნიშვნელოვანია თვალსაჩინო საშუალებების ეფექტურად გამოყენება და როგორ იყენებდა იეჰოვა მათ თავისი მსახურების სასწავლებლად? (დაბ. 15:5; იერ. 18:6; იონ. 4:10, 11) [be გვ. 247, აბზ. 1, 2].
4. როგორ შეგვიძლია თვალსაჩინოების გამოყენება სწავლების გასაუმჯობესებლად? [be გვ. 248, აბზ. 1—3].
5. როგორ შეგვიძლია თვალსაჩინოებისთვის რუკების ეფექტურად გამოყენება, როდესაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ? [be გვ. 248, აბზ. 4].
დავალება №1
6. რის დანახვას შევძლებთ ბიბლიის შესწავლის დროს ღვთის წმინდა სულის დახმარებით? [be გვ. 32, აბზ. 3, 4].
7. როგორ შეგვიძლია ბიბლიის რომელიმე მუხლის გამოკვლევა თავად ბიბლიის მეშვეობით? [be გვ. 34, აბზ. 4 — გვ. 35, აბზ. 2].
8. რა არის იოანეს სახარებაში ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს იეჰოვა იესოს, რათა კაცობრიობას კურთხევები მოუტანოს? [bsi08 გვ. 13, აბზ. 32].
9. რა ბიბლიური მტკიცება არსებობს იმისა, რომ წიგნი „საქმეები“ ექიმ ლუკას მიერ არის დაწერილი? [bsi08 გვ. 14, 15, აბზ. 3, 5—7].
10. ძირითადად რა უნდა იყოს გათვალისწინებული მოხსენების გეგმის შედგენისას? [be გვ. 39—41].
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რომელი ტაძარი ‘შენდებოდა ორმოცდაექვს წელიწადს’? (იოან. 2:20) [w08 4/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“»].
12. ვინ არიან ისინი, ვინც ‘სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადიან’? (იოან. 5:24, 25) [w08 4/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“»].
13. როდესაც საუბარია „დამხმარეზე“, ანუ „ჭეშმარიტების სულზე“, რატომ არის იოანეს 14:16, 17-ში ბერძნულ ენაში გამოყენებული საშუალო სქესის პირის ნაცვალსახელი, ხოლო იოანეს 16:7, 8, 13, 14-ში — მამრობითი სქესის პირის ნაცვალსახელი? [w08 4/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“»].
14. რატომ უთხრა იესომ მაგდალელ მარიამს, რომ მისთვის ხელი გაეშვა? (იოან. 20:17) [w08 4/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“»].
15. რას ნიშნავს ის სიტყვები, რომ იესო „ისევე მოვა“, როგორც ზეცად ამავალი იხილეს? (საქ. 1:9—11, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“) [rs გვ. 375, აბზ. 5; it-1 გვ. 186, აბზ. 8 (ინგლ.)].