განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნები „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „იფხიზლეთ!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ და „წიგნი ყველასთვის“. აგრეთვე, თუ კრების მარაგში გაქვთ, შეგიძლიათ გაავრცელოთ „ბიბლია — ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi7) და მასთან ერთად წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ სექტემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ, რომ პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს ამას. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, უჩვენე ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ მასთან ერთად იმსჯელე ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეს ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ კრების მარაგში გაქვთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, შეგიძლიათ ეს წიგნიც გაავრცელოთ. ნოემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.
◼ აგვისტოში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დამხმარე პიონერებად ვიმსახუროთ.
◼ ყველა კრებამ და დამოუკიდებელმა ჯგუფმა 2008 წლის 1 ივლისამდე უნდა შეუკვეთონ საჭირო რაოდენობის 2009 წლის კალენდრები და ბროშურები „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. ახალი პუბლიკაციების შესახებ დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იხილეთ 2008 წლის 1 აპრილით დათარიღებულ წერილში „განცხადება ყველა კრებას“.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს მარტის, აპრილისა და მაისის კრების საფინანსო ანგარიშები. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება ჩატარებული შემოწმების შესახებ. იხილეთ „კრების საბუღალტრო აღრიცხვის ინსტრუქციები“ (S-27).
◼ რეკომენდებულია, რომ განცხადება პიონერული მსახურების შესახებ ოფისს გაეგზავნოს პიონერული მსახურების დაწყებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ვიდრე პიონერული მსახურების ბლანკი ოფისს გაეგზავნება, კრების მდივანმა უნდა შეამოწმოს, არის თუ არა ის სრულად შევსებული. თუ მას, ვისაც პიონერად მსახურება სურს, ზუსტად არ ახსოვს ნათლობის თარიღი, მაშინ მიახლოებით უნდა ჩაწეროს თარიღი და დამახსოვრების მიზნით ჩაინიშნოს. მდივანმა ეს მიახლოებითი თარიღი მაუწყებლის ანგარიშის ბარათში (S-21) უნდა შეიტანოს.
◼ 2008 წლის მაისიდან „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ელექტრონული ვერსიები რუსულ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა შემდეგ ვებ-საიტზე: www.pr2711.com. ბევრს ურჩევნია, რომ ვიდრე კრება მიიღებს CD ან MP3 დისკებს, რომლებზეც ჟურნალების აუდიოვერსიებია ჩაწერილი, ზემოაღნიშნული ვებ-საიტიდან თავად გადმოტვირთოს თავის კომპიუტერში ამ პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები. როდესაც საიტიდან გადმოტვირთვა ხდება, ორგანიზაცია ამისთვის გარკვეულ თანხას იხდის. და მაინც, ჟურნალების აუდიოვერსიების ასეთი სახით გავრცელება ორგანიზაციას უფრო იაფი უჯდება, ვიდრე დისკების გამოცემა და ტრანსპორტირება. ამიტომ, იმ მაუწყებლებს, რომლებიც ჟურნალების ელექტრონულ ვერსიებს თავიანთ კომპიუტერებში ვებ-საიტიდან ტვირთავენ, მოვუწოდებთ, რომ კრებაში თავიანთი შეკვეთა CD თუ MP3 დისკებზე გააუქმონ. მომავალში ამავე ვებ-საიტზე თანდათანობით გაიზრდება იმ ენების რაოდენობა, რომლებზეც ხელმისაწვდომი იქნება ზემოხსენებული პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები.
◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2008 წლის თებერვალში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2 365. ეს 32-ით აღემატება 2008 წლის იანვარში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.
◼ ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 25 ნოემბერს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 191 ადამიანი.