სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
9 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 121
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ და ივნისის „გამოიღვიძეთ!“.
20 წთ.: როგორ მოვემზადოთ ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად? მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2004 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდი 1. ბოლოს წარმოადგინე ორი ინსცენირება. პირველში ნაჩვენებია, რომ მაუწყებელი ცდილობს სახელდახელოდ მოემზადოს ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. მეორეში კი ნაჩვენებია, რომ სხვა მაუწყებელი მომზადების პროცესში ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყენოს „ჩვენი სამეფო მსახურების“ ზემოაღნიშნულ ნომერში მოცემული რჩევები.
15 წთ.: „დაუღალავად ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა“a. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 201
16 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 90
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე მაუწყებლებს, რომ შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე მოიტანონ 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ და ივლისის „გამოიღვიძეთ!“ და განხილვისთვის წინასწარ მოამზადონ თქვენი ტერიტორიისთვის პრაქტიკული შეთავაზებები, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ.
15 წთ.: დაანახვე მსმენელს სასიხარულო ცნობის პრაქტიკული ღირებულება. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნზე, გვერდი 159. ჰკითხე აუდიტორიას, აღნიშნონ, თუ რა აღელვებს დღესდღეობით ყველაზე მეტად თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებს ხალხს. სთხოვე მათ, გამოთქვან თავიანთი აზრები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენს შეთავაზებაში ჩავრთოთ ის, რაც ხალხს აწუხებს.
20 წთ.: „ემზადება შენი ოჯახი გადასარჩენად?“b. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 54
23 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 140
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მოიხსენიე ივლისში გასავრცელებელი ლიტერატურა და წარმოადგინე ერთი ინსცენირება.
20 წთ.: შეგიძლიათ, დაიწყოთ პიონერული მსახურება და ასეთი სახით გაამდიდროთ თქვენი ცხოვრება? მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2008 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 17—19. თუ შესაძლებელია, ინტერვიუ აიღე ორი მაუწყებლისგან, რომელთაგან ერთმა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო პიონერად მსახურება, ხოლო მეორე უკვე მრავალი წელია მსახურობს პიონერად. მოაყოლე მათ, თუ როგორ გაამდიდრა პიონერულმა მსახურებამ მათი ცხოვრება.
15 წთ.: მოემზადე მიმდინარე ჟურნალების შესათავაზებლად. აუდიტორიასთან განხილვა. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ 1 ივლისის „საგუშაგო კოშკსა“ და ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ს, ჰკითხე აუდიტორიას, რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი და რატომ. სთხოვე მათ, მოიყვანონ კონკრეტული აზრები იმ სტატიებიდან, რომელთა შეთავაზებასაც აპირებენ. რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს? სტატიაში მოცემულ რომელ ბიბლიურ მუხლს წაუკითხავენ მობინადრეს? „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომერში დაბეჭდილი შეთავაზებებით ან აუდიტორიის მიერ მოფიქრებული შეთავაზებების საფუძველზე აჩვენე, როგორ შევთავაზოთ თითოეული ჟურნალი.
სიმღერა 82
30 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 97
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს ჩააბარონ ივნისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
20 წთ.: დაეუფლე საუბრის ხელოვნებას. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნზე, გვერდი 62, აბზაცი 4-დან 64-ე გვერდის ბოლომდე. მასალა ადგილობრივ ტერიტორიას მოარგე. მოკლე ინტერვიუ აიღე მაუწყებლისგან, რომელიც ადვილად პოულობს სხვებთან საერთო ენას და კარგად გამოსდის საუბრის დაწყება, იქნება ეს კარდაკარ ქადაგებისას თუ არაფორმალური დამოწმებისას.
15 წთ.: გახსოვთ თუ არა? აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2008 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდი 29.
სიმღერა 179
7 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 125
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „როგორ მოვიქცეთ, თუ მობინადრე სხვა ენაზე ლაპარაკობს?“c. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. მე-2 აბზაცის განხილვისას კრებას აცნობე, თუ რომელი უცხოენოვანი ჯგუფები ან კრებები ქადაგებენ თქვენი კრების ტერიტორიაზე. აღნიშნე, თუ რას აკეთებთ კონკრეტულად იმისთვის, რომ მათთან ითანამშრომლოთ მსახურებაში.
სიმღერა 188
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.