საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 8/08 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 8/08 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აგვისტოში: ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „იფხიზლეთ!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ და „წიგნი ყველასთვის“. აგრეთვე, თუ კრების მარაგში გაქვთ, შეგიძლიათ გაავრცელოთ „ბიბლია — ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi7) და მასთან ერთად წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ სექტემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ, რომ პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენეთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და დაანახვეთ, რა სარგებლობა მოაქვს ამას. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, უჩვენეთ ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ მასთან ერთად იმსჯელეთ ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეთ ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ კრების მარაგში გაქვთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, შეგიძლიათ ეს წიგნიც გაავრცელოთ. ნოემბერსა და დეკემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრე იტყვის, რომ მას ჰყავს შვილები, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

◼ უხუცესებს შევახსენებთ, მიჰყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21—23 გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან და კრების უარმყოფელებთან დაკავშირებით და მოინახულონ ისინი.

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2008 წლის აპრილში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2 387. ეს 5-ით აღემატება 2008 წლის მარტში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.

◼ საგარეჯოში აშენდა სამეფო დარბაზი. 2008 წლის 15 მარტს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 135 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება