თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2008 წლის 25 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2008 წლის 7 ივლისით დაწყებული კვირიდან 25 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
რჩევების განხილვა
1. სასიხარულო ცნობის ქადაგებისას როგორ შეგვიძლია გონიერების გამოვლენა? (ფილ. 4:5) [be გვ. 251, აბზ. 3].
2. როგორ დაგვეხმარება პავლეს მაგალითი, როდესაც ის არეოპაგში ბერძნებს ელაპარაკებოდა, მათთან ქადაგებისას, რომლებიც საჭიროდ არ თვლიან ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას? (საქ. 17:22, 23) [be გვ. 252, აბზ. 1, 2].
3. როგორ შეგვიძლია მოსაუბრესთან ლაპარაკისას გამოვავლინოთ გონიერება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის ცდება? [be გვ. 253, აბზ. 1, 2].
4. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვცდილობთ, დამაჯერებლად ვილაპარაკოთ? [be გვ. 255, აბზ. 3 და ჩარჩო].
5. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ გამჭრიახობა, როდესაც მსმენელის გულამდე მიგვაქვს სათქმელი? (იგავ. 20:5) [be გვ. 258, აბზ. 1—5].
დავალება №1
6. რა უნდა გააკეთონ დებმა, როდესაც პირობით სიტუაციას არჩევენ? [be გვ. 44, აბზ. 5, 6].
7. რა უნდა მიიღონ ძმებმა მხედველობაში, როდესაც ბიბლიიდან მნიშვნელოვან აზრებს ამზადებენ? (ნეემ. 8:8) [be გვ. 47, აბზ. 2, 3].
8. როგორ უნდა მოიქცეს ძმა, თუ სამსახურებრივ შეხვედრაზე მის დავალებაში ინსცენირება ან ინტერვიუ შედის? [be გვ. 50, აბზ. 1].
9. როგორ ამახვილებს ყურადღებას წიგნი „საქმეები“ იმაზე, თუ როგორ უნდა ქადაგებდნენ ქრისტიანები? (საქ. 20:20, 21; 28:23) [bsi08 გვ. 16, აბზ. 35].
10. რისი გაკეთება შეუძლია ძმას, რომელიც საჯარო მოხსენებით გამოდის, რომ მისი მოხსენება ბიბლიაზე იყოს დაფუძნებული? (საქ. 17:2, 3) [be გვ. 52, აბზ. 6 — გვ. 53, აბზ. 2].
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რატომ დააპირა საპყრობილის ზედამხედველმა „თავის მოკვლა“? (საქ. 16:25—27) [w90 5/15 გვ. 25 და ჩარჩო (ინგლ.)].
12. დაყარეს ფარ-ხმალი არისტარქემ და გაიუსმა დევნის გამო? (საქ. 19:29; 20:4, 5) [w08 2/15 გვ. 10, აბზ. 16, 17].
13. რა გაგებით ‘უძალიანდებოდა სავლე სახრეს’? (საქ. 26:14) [w03 10/1 გვ. 32].
14. როგორ მისცა ისრაელებისთვის მიცემულმა ‘მცნებამ ცოდვას საბაბი’? (რომ. 7:8, 11) [w08 6/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“»].
15. რა გაგებით ‘ვაგროვებთ ნაკვერჩხლებს’ მტრის თავზე? (რომ. 12:20) [w08 6/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“»].