სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 205
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ჩართე სამსახურებრივი ზედამხედველის კომენტარები იმის თაობაზე, თუ რამდენი უბანი მუშავდება ტრაქტატის „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ კამპანიის დროს. რამდენადაც მრავალი მაუწყებელი უკვე ავრცელებს 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკსა“ და ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ს, ჰკითხე მათ, თუ რა შეთავაზებებს იყენებენ, და რა შედეგები გამოიღო ამან.
15 წთ.: განივითარეთ სიყვარული და იყავით გულუხვები. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2008 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 6, 7.
20 წთ.: „ჩვენ ყველას ვთავაზობთ ძვირფას განძს“a. მე-2 აბზაცის განხილვისას სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, თუ რომელმა ბიბლიურმა სწავლებამ მიიზიდა ისინი იეჰოვას ორგანიზაციისკენ ან რომელმა სწავლებამ გაუძლიერა მათ რწმენა ნათლობის შემდეგ.
სიმღერა 71
17 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 80
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: შეკითხვების ყუთიb.
20 წთ.: „შენ შეგიძლია იყო მასწავლებელი!“c. ინტერვიუ აიღე ისეთი მაუწყებლისგან ან პიონერისგან, რომელიც ადრე ფიქრობდა, რომ ვერასოდეს შეძლებდა ბიბლიის შესწავლის ჩატარებას. როგორ შეძლო მან იეჰოვას დახმარებით დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლის ჩატარება? განსაკუთრებით რა მხრივ დაეხმარა ღვთის ორგანიზაცია, რომ დახელოვნებულიყო სწავლების საქმეში? რა კურთხევები მოაქვს მისთვის სხვებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებას?
სიმღერა 143
24 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 217
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ფილიალიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მოიხსენიე, თუ რა ლიტერატურას გავავრცელებთ დეკემბერში. წარმოადგინე ერთი ან ორი შეთავაზების ინსცენირება.
20 წთ.: გონივრულად გამოვიყენოთ ყოველივე, რაც გვაქვს. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1998 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდები 3—6, აბზაცები 1—10 და 26—29.
15 წთ.: მოემზადე 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკისა“ და დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის შესათავაზებლად. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ აღნიშნულ ჟურნალებს, ჰკითხე აუდიტორიას, განსაკუთრებით რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. შეთავაზებას რა შეკითხვით დაიწყებენ და ჟურნალის მიცემამდე რომელ ბიბლიურ მუხლს წაიკითხავენ. წარმოადგინე სამეფო მსახურებაში მოცემული შეთავაზებების ინსცენირება. სთხოვე ერთ-ერთ უხუცესს, წარმოადგინოს იმ შეთავაზების ინსცენირება, რომელიც ჟურნალის რომელიმე სტატიაზე დაფუძნებით თავად მოამზადა და რომელიც ეფექტური იქნება თქვენი ტერიტორიისთვის.
სიმღერა 208
1 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 84
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ნოემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. აღნიშნე, თქვენი კრების რამდენი უბანი დამუშავდა ტრაქტატის „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ კამპანიის დროს. სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ საინტერესო შემთხვევები, რომლებიც ტრაქტატის გავრცელების დროს ჰქონდათ. ჰკითხე მათ, ამ ტრაქტატის გამოყენებით ბიბლიის შესწავლა ხომ არ დაიწყეს. აგრეთვე, სთხოვე, გაიხსენონ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც ნოემბრის თვეში წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ გავრცელებას უკავშირდება. შეგიძლია წარმოადგინო ერთი ან ორი შემთხვევის ინსცენირება.
20 წთ.: „მოამზადე ბიბლიის შემსწავლელები წინააღმდეგობებთან შესახვედრად“d. მე-2 აბზაცის განხილვისას მოკლედ აღნიშნე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს წიგნში „მსჯელობა“ (ქვესათაური „იეჰოვას მოწმეები“) მოცემული ინფორმაცია, რომ პასუხი გასცენ ნათესავებისა და მეგობრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
სიმღერა 105
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.