სათანადოდ მოემზადეთ გახსენების საღამოსთვის
ქრისტეს მიმდევრები დიდ პატივად მივიჩნევთ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნას, ამიტომ ამ საღამოსთვის სათანადოდ ვემზადებით (ლუკ. 22:19). რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საღამო ღირსეულად ჩატარდეს?
◼ დრო და ადგილი: შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი ყველამ უნდა იცოდეს. თუ ერთი სამეფო დარბაზის გამოყენებას რამდენიმე კრება აპირებს, მნიშვნელოვანია, თავის დროზე მივიდეთ დარბაზში და შეხვედრის შემდეგ დროულად დავტოვოთ იქაურობა, რადგან შეხვედრებს შორის დრო შეზღუდულია. ვესტიბიული ან შემოსასვლელი, ტროტუარი და ავტოსადგომი არ უნდა გადაიტვირთოს.
◼ მოსაწვევები: აქვს ყველა მაუწყებელს საკმარისი რაოდენობის მოსაწვევი და გაეცნენ მის შინაარსს? მოამზადე მოსაწვევის შეთავაზება? ვის მისცემ მოსაწვევებს? შეეცადე, ყველა მოსაწვევი გაავრცელო.
◼ ტრანსპორტირება: ზოგი დაინტერესებულის, აგრეთვე ზოგიერთი და-ძმის მოსაყვანად და წასაყვანად შეიძლება ტრანსპორტი იყოს საჭირო; მათ შეიძლება სხვა სახის დახმარებაც დასჭირდეთ. რის გაკეთება შეგიძლიათ მათ დასახმარებლად?
◼ სიმბოლოები: შეხვედრა ისეთ დროს დანიშნეთ, რომ სიმბოლოები მზის ჩასვლამდე არ ჩამოტარდეს. ორგანიზება გაუწიეთ ყველა დავრდომილი ცხებულის მომსახურებას, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრაზე დასწრებას. მზად უნდა გქონდეთ სათანადო პური და ღვინო (იხილე 2003 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14, 15, აბზ. 14, 17).
◼ სამეფო დარბაზი: სამეფო დარბაზი წინასწარ კარგად უნდა დასუფთავდეს. შესაფერისი მაგიდა, გადასაფარებელი, თეფშები და ჭიქები დარბაზში წინასწარ უნდა მიიტანოთ და თავის ადგილზე დააწყოთ. თუ შეხვედრის ჩასატარებლად კრება სხვა შენობას იყენებს, შეამოწმეთ, რამდენად კარგად მუშაობს ხმის გამაძლიერებელი სისტემა, რათა დამსწრეებმა შეძლონ მოხსენების მოსმენა. მომწესრიგებლები და ის ძმები, რომლებიც სიმბოლოებს ჩამოატარებენ, წინასწარ უნდა აირჩიოთ და მიუთითოთ, ვინ რას გააკეთებს. შეახსენეთ, რომ სათანადოდ ჩაიცვან და ამ საღამოს შესაფერისად გამოიყურებოდნენ.
ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ გვინდა, რომ ყველა კარგად მოვემზადოთ ამ საღამოსთვის. იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, ვინც მთელი გულით ავლენს მადლიერებას ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს გამოსასყიდის მეშვეობით კაცობრიობისთვის გააკეთა.