23 მარტით დაწყებული კვირის გეგმა
23 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 76
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
lv თავი 3 ¶1—7 და ჩარჩო 29-ე გვერდზე
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: დაბადება 47—50
№ 1: დაბადება 48:1—16
№ 2: უნდა გვეშინოდეს ეშმაკის?
№ 3: ღვთის ანგელოზები გვეხმარებიან (lr თავი 11)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
სიმღერა 118
5 წთ.: განცხადებები. მოუწოდე ყველას, უყურონ ვიდეოფილმს „ჩვენი საძმო“ და მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც 30 მარტით დაწყებულ კვირაში იქნება სამსახურებრივ შეხვედრაზე.
10 წთ.: მოემზადე 1 აპრილის „საგუშაგო კოშკისა“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ის შესათავაზებლად. აუდიტორიასთან განხილვა. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ აღნიშნულ ჟურნალებს, ჰკითხე აუდიტორიას, რომელ სტატიებზე აპირებენ შეთავაზებების გაკეთებას და რატომ. რა შეკითხვით დაიწყებენ საუბარს მობინადრესთან და ჟურნალის შეთავაზებამდე რომელ ბიბლიურ მუხლს წაიკითხავენ? წარმოადგინე თითოეული ჟურნალის შეთავაზება. ერთ ინსცენირებაში აჩვენე, როგორ შეიძლება განმეორებითი მონახულების დროს ბიბლიის შესწავლის დაწყება იმ მობინადრესთან, რომელსაც ჟურნალი დაუტოვა.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
10 წთ.: გამოავლინე პატივისცემა მობინადრისადმი — ყურადღებით მოუსმინე და გაითვალისწინე მისი თვალსაზრისი. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია „თეოკრატიული მსახურების“ წიგნზე, გვერდები 186, 187. წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც მაუწყებელი წიგნში მოცემულ რჩევებს ითვალისწინებს. შემდეგ აუდიტორიას სთხოვე, აღნიშნონ, რატომ იყო მობინადრესთან მაუწყებლის ასეთი მიდგომა ეფექტური.
სიმღერა 89