29 ივნისით დაწყებული კვირის გეგმა
29 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 124
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: ლევიანები 14—16
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
სიმღერა 81
5 წთ.: განცხადებები.
10 წთ.: გარეგნობა — რატომ არის მნიშვნელოვანი? აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია „თეოკრატიული მსახურების სკოლის წიგნზე“, გვერდები 131—134.
10 წთ.: შეარჩიე ბიბლიური საკითხები „ყველასთვის“ (1 კორ. 9:22). აუდიტორიასთან განხილვა. ქვემოთ მოყვანილი კითხვების განხილვისას მსმენელს შეუძლია მოჰყვეს რომელი საკითხები აღმოჩნდა საინტერესო გარკვეული ასაკის, სქესისა თუ მრწამსის ადამიანებისთვის. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნი „მსჯელობა“ იმისთვის, რომ სხვადასხვა მსმენელისთვის საინტერესო საკითხები შევარჩიოთ? როგორ ვიყოთ მოქნილები ამ მხრივ?
10 წთ.: ივლისსა და აგვისტოში გასავრცელებელი ლიტერატურა. მოკლედ მიმოიხილე ის პუბლიკაციები, რომლებსაც ამ თვეებში გავავრცელებთ. წარმოადგინე ორი ან სამი ინსცენირება, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე ეფექტური იქნება.
სიმღერა 215