თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2009 წლის 28 დეკემბრით დაწყებულ კვირაში.
1. როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს კანონის 14:1-ში ჩაწერილი პრინციპის გამოყენება? [w05 1/1 გვ. 28; w04 9/15 გვ. 27, აბზ. 4].
2. როგორ შეიძლება დღეს კანონის 20:5—7-ში მოცემული პრინციპის გამოყენება ქრისტიანულ კრებაში? [w04 9/15 გვ. 27, აბზ. 5].
3. სხვა ერებისგან განსხვავებით, როგორ იქცეოდნენ ისრაელები, როცა საქმე ომს ეხებოდა? (კან. 20:10—15, 19, 20; 21:10—13) [cl გვ. 134, აბზ. 17].
4. რა დაგვეხმარება, რომ ღმერთს გახარებული გულით ვემსახუროთ? (კან. 28:47) [w95 7/1 გვ. 25, 26, აბზ. 4, 5].
5. რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს კანონის 32:9, 11, 12-ში ჩაწერილი შედარებიდან, სადაც ისრაელისადმი იეჰოვას სიყვარულია აღწერილი? [w01 10/1 გვ. 9, 10, აბზ. 7—9].
6. როგორ უნდა გავიგოთ რახაბის სიტყვები, რომლითაც მან შეცდომაში შეიყვანა მზვერავების საძებნელად მისული მეფის კაცები? (იეს. 2:4, 5) [w93 12/15 გვ. 25, აბზ. 1 (რუს.)].
7. რას ვსწავლობთ იესო ნავეს ძის 3:15, 16-ში ჩაწერილი ისრაელების მაგალითიდან? [w04 12/1 გვ. 9, აბზ. 5].
8. რას ვსწავლობთ იესო ნავეს ძის შემთხვევიდან, რომელმაც დასაჯა ქურდი აქანი? (იეს. 7:20—25) [w04 12/1 გვ. 11, აბზ. 4].
9. როგორ ჩანს იესო ნავეს ძის 9:22, 23-დან, რომ ღვთის სიტყვა ყოველთვის სრულდება? [w04 12/1 გვ. 11, აბზ. 3; si გვ. 44, აბზ. 13].
10. რისი სწავლა შეგვიძლია ქალებ იეფუნეს ძის მაგალითიდან? (იეს. 14:8, 10—12) [w04 12/1 გვ. 12, აბზ. 2; w93 5/15 გვ. 29, აბზ. 1 (რუს.)].