თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2010 წლის 30 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2010 წლის 5 ივლისით დაწყებული კვირიდან 30 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. როგორ გვიღრმავებს იეჰოვასადმი მადლიერებას ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონის მიერ წარმოთქმული ლოცვა? (1 მეფ. 8:22—53) [w05 7/1 გვ. 30, აბზ. 3; it-2 გვ. 989, აბზ. 4 (ინგლ.)].
2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი შეცდომის მიუხედავად, დავითი „სუფთა გულით“ დადიოდა იეჰოვას წინაშე? (1 მეფ. 9:4) [w97 5/1 გვ. 5, აბზ. 1, 2].
3. რატომ უთხრა საბას დედოფალმა სოლომონს, რომ ‘ბედნიერები იყვნენ მისი მსახურები, რომლებიც მუდამ მის წინაშე იდგნენ და ისმენდნენ მის სიბრძნეს?’ (1 მეფ. 10:4—8) [w99 11/1 გვ. 20, აბზ. 5—7].
4. რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, რომ იეჰოვას ბრძანებით აბია საპატიოდ დაკრძალეს? (1 მეფ. 14:13) [cl გვ. 244, აბზ. 11].
5. რით იყო აღსანიშნავი ელიას სიტყვები, რომლებიც ახაბს უთხრა? (1 მეფ. 17:1) [w08 4/1 გვ. 19 და ჩარჩო].
6. რას გულისხმობდა ელია, როცა ხალხს მიმართა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით“? (1 მეფ. 18:21) [w08 1/1 გვ. 19, აბზ. 3, 4].
7. რა მიზნით იყენებს ღმერთი თავის ძალას, როგორც ეს ელიას შემთხვევიდან გამოჩნდა? (1 მეფ. 19:1—12) [cl გვ. 42, 43, აბზ. 15, 16].
8. რატომ არ მიჰყიდა ნაბოთმა ახაბს ვენახი, და რას ვსწავლობთ აქედან? (1 მეფ. 21:3) [w97 8/1 გვ. 13, აბზ. 18—20].
9. რა გააკეთა შუნამელმა ქალმა ელისესთვის? (2 მეფ. 4:13) [w97 10/1 გვ. 30, აბზ. 6—8].
10. რატომ არ მიიღო ელისემ ნაამანის ძღვენი? (2 მეფ. 5:15, 16) [w05 8/1 გვ. 9, აბზ. 2].