გამოგიყენებიათ ჟურნალის ბოლო გვერდი შეთავაზების დროს?
როდესაც ვინმე ჟურნალს გვართმევს, ჩვეულებრივ, ათვალიერებს პირველ გვერდს, შემდეგ კი მექანიკურად — ბოლო გვერდს. ფართო მკითხველისთვის გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე დასმულია რამდენიმე საინტერესო კითხვა და მითითებულია გვერდები, თუ სად შეიძლება ამ კითხვებზე პასუხების ნახვა.
ჩვენ შეგვიძლია ჟურნალის ბოლო გვერდზე მოყვანილი კითხვები საუბრის დასაწყებად გამოვიყენოთ. თუ ხშირად ვამუშავებთ ჩვენს ტერიტორიას, შეგვიძლია მთელი თვის მანძილზე გავამრავალფეროვნოთ ჩვენი შეთავაზებები და სხვადასხვა კითხვა დავსვათ. თუ მობინადრე დაკავებულია, შეგვიძლია შევამოკლოთ შეთავაზება, ერთი კითხვა დავუსვათ ჟურნალის ბოლო გვერდიდან და ვუთხრათ: „თუ ამ კითხვის პასუხი გაინტერესებთ, შემიძლია დაგიტოვოთ ეს ჟურნალი და როცა დრო გექნებათ, მეტი ვისაუბროთ ამ საკითხზე“. შეიძლება ზოგმა მაუწყებელმა მობინადრესთან საუბარი ჟურნალის ბოლო გვერდის ჩვენებით დაიწყოს და შესთავაზოს, რომ აირჩიოს მისთვის საინტერესო კითხვა. შემდეგ მას შეუძლია აჩვენოს ამ კითხვის პასუხი ჟურნალიდან და წინასწარ მომზადებული მუხლი წაუკითხოს. ალბათ, თითოეულს შეგვიძლია დავფიქრდეთ, კიდევ როგორ არის შესაძლებელი „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე მოყვანილი კითხვებით მობინადრისთვის ინტერესის აღძვრა.