განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. 2011 წლის იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრე იტყვის, რომ მას ბავშვები ჰყავს, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თებერვალში: წიგნები „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მაუწყებელს მიზნად უნდა ჰქონდეს, დაიწყოს ბიბლიის შესწავლა იმ მობინადრესთან, ვისაც აძლევს ამ წიგნს ან ვისაც უკვე ჰქონდა ის.
◼ 2012 წელს გახსენების საღამო ჩატარდება ხუთშაბათს, 5 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ.