სამქადაგებლო მსახურების შედეგები
ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ საქართველოში და-ძმები გაერთიანებულად და დიდი გულმოდგინებით ქადაგებენ გაუნაწილებელ ტერიტორიებზე. 2010 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მაუწყებლების თითქმის 130-მა ჯგუფმა 150-ზე მეტ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე იმსახურა. მთლიანობაში დღემდე დაახლოებით 1 000 მაუწყებელი მსახურობდა გაუნაწილებელ ტერიტორიებზე და ასეთი ტერიტორიები კვლავაც მუშავდება.