საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/12 გვ. 4
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
km 1/12 გვ. 4

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრეს ბავშვები ჰყავს, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ან „ბიბლიური მოთხრობები“. თებერვალში: მაუწყებლებს შეუძლიათ შესთავაზონ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ჟურნალის ძველი ნომერი ან მობინადრისთვის საინტერესო ნებისმიერი ბროშურა. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, განიხილეთ ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.

◼ თებერვლიდან დაწყებული სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით: „ხართ მინდობილი იეჰოვაზე?“.

◼ 2012 წლის 1 თებერვლიდან ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ „საგუშაგო კოშკში“ გამოვა რუბრიკა „ბიბლიური გაკვეთილები“. ეს რუბრიკა განკუთვნილია მშობლებისთვის, რომლებსაც სამი წლის ან უფრო პატარა ბავშვები ჰყავთ. ის შეცვლის რუბრიკებს: „ასწავლეთ შვილებს“ და „ახალგაზრდებისთვის“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება