შეთავაზების ნიმუშები
თებერვლის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„როგორ ფიქრობთ, დღეს ღმერთს აქვს ორგანიზაცია თუ მხოლოდ ცალკეულ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი აქ ხალხის შესახებ, რომლებსაც ღმერთმა მრავალი წლის წინათ ორგანიზება გაუწია და ერად ჩამოაყალიბა“. გადაშალე 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ 26-ე გვერდზე და პირველი ქვესათაურიდან წაიკითხე ორივე აბზაცი და ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთი მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და მომდევნო საკითხის განსახილველად დანიშნეთ განმეორებითი მონახულება.
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
«ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ არმაგედონზე. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ ადამიანებს რამის გაკეთება არმაგედონის თავიდან ასაცილებლად? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ საიდან მოდის სიტყვა „არმაგედონი“. [წაიკითხეთ გამოცხადების 16:16. შემდეგ, აჩვენე ჟურნალის გარეკანი.] ამ კითხვაზე ბიბლიური პასუხი შეგიძლიათ ამავე ჟურნალში ნახოთ».
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„დღეს ბევრს მოსწონს ინტერნეტით სხვებთან ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, იმალება რაიმე საფრთხე ასეთი სახის ურთიერთობაში? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიაში მოცემულია პრინციპები, რომლებიც დაგვეხმარება თავი ავარიდოთ პრობლემებს ქსელში. [განიხილე 6—9 გვერდებზე მოცემული კითხვებიდან ერთ-ერთი და ერთი მუხლი.] ეს ჟურნალი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა საშიშროება იმალება ინტერნეტით ურთიერთობაში და როგორ აარიდოთ მას თავი“.