გაბედულად იქადაგეთ საქმიან უბანზე
1. რატომ არ უნდა გაგიტყდეს გული, თუ საქმიან უბანზე ქადაგების შიში გაქვს?
1 ხომ არ გაშინებს საქმიან უბანზე ქადაგება? თუ ასეა, გული არ გაიტეხო, რადგან პავლესაც სჭირდებოდა „გაბედულების მოკრება“, თუმცა ის მამაცი და უშიშარი მქადაგებელი იყო (1 თეს. 2:2). განვიხილოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემის გადაჭრა.
2. რატომ არ უნდა გვეშინოდეს, თუ მომსახურე პერსონალს მოვაცდენთ?
2 ხომ არ გააღიზიანებს მომსახურე პერსონალს, თუ მათ სამუშაოს მოვწყვეტ? მომსახურე პერსონალის მოვალეობა ხალხის მომსახურებაა, ამიტომ მათთვის მოულოდნელი არ არის, როცა მიმართავენ. შეიძლება მათ შენ პოტენციურ კლიენტად აღგიქვან და თავაზიანად მოგექცნენ. შენი მოწესრიგებული ჩაცმულობით, თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით მომსახურე პერსონალს განაწყობ, პატივისცემით მოგისმინონ.
3. როგორ ავირიდოთ თავიდან კლიენტების გაღიზიანება?
3 უნდა გავაკეთო შეთავაზება, თუ მაღაზიაში ბევრი ხალხია? თუ შესაძლებელია, შეარჩიე დრო, როცა მაღაზიაში არც ისე ბევრი ხალხია, მაგალითად, გახსნისთანავე. დაელოდე, სანამ მენეჯერი ან გამყიდველი მარტო არ დარჩება და გააკეთე მოკლე შეთავაზება.
4. როგორ დავიწყოთ საუბარი საქმიან უბანზე ქადაგებისას?
4 როგორ დავიწყო საუბარი? თუ რამდენიმე თანამშრომელია, დაელაპარაკე მათ უფროსს. შეგიძლია უთხრა: „თქვენნაირი დაკავებული ადამიანის სახლში ნახვა ძალიან რთულია, ამიტომ სამსახურში მოგაკითხეთ. ვიცი, რომ არ გცალიათ, ამიტომ სათქმელს მოკლედ გეტყვით“. რომ არ დავაბნიოთ გამყიდველი, უკეთესია, შესაწირავები საერთოდ არ ვახსენოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თვითონ არ გვკითხავს, როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა. დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე შეგიძლია მენეჯერს ნებართვა სთხოვო, რათა მომსახურე პერსონალს ცოტა ხნით დაელაპარაკო. მათაც გაუმეორე შეთავაზება. თუ შეატყობ, რომ თანამშრომელი დაკავებულია, შეამოკლე შეთავაზება და დაუტოვე ტრაქტატი. თუ მათთან ლაპარაკს ვერ შეძლებ, შეიძლება ნება დაგრთონ, ლიტერატურა დატოვო იქ, სადაც თანამშრომლები ისვენებენ ან სხვა ხელმისაწვდომ ადგილას.
5. რატომ უნდა ვიქადაგოთ გაბედულად საქმიან უბანზე?
5 იესო და პავლე გაბედულად ესაუბრებოდნენ ხალხს მათ სამუშაო ადგილებზე (მათ. 4:18—21; 9:9; საქ. 17:17). სთხოვე იეჰოვას, მოგცეს მშვიდი გული და გაბედულება (საქ. 4:29). საქმიან უბანზე იშვიათად რომ „სახლში არავინ არ დაგვხვდეს“, ამიტომ კარგი იქნება, თუ ვეცდებით, მონაწილეობა მივიღოთ მსახურების ამ სფეროში.