6 აგვისტოთი დაწყებული კვირის გეგმა
6 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 60 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
bt თავი 24 ¶16—21 (25 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 24—27 (10 წთ.)
№1: ეზეკიელი 24:15—27 (4 წთ. ან ნაკლები)
№2: რა შემთხვევაში აძლევდა ისრაელს ღმერთი ბრძოლის უფლებას? (rs გვ. 242 ¶1 — გვ. 243 ¶2) (5 წთ.)
№3: ეწინააღმდეგება ეზეკიელის 18:20 გამოსვლის 20:5? (5 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: განცხადებები.
10 წთ.: მზად ხარ ახალი სასწავლო წლისთვის? განხილვა. ჰკითხე აუდიტორიას, რა სირთულეებს ხვდებიან ქრისტიანი ახალგაზრდები სკოლაში. ახსენი, როგორ შეუძლიათ მშობლებს გამოიყენონ „საძიებელი“, „ახალგაზრდების შეკითხვების“ ორი ტომი და სხვა დამხმარე თეოკრატიული საშუალებები ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს დროს, რათა ბავშვებს დაეხმარონ, წინააღმდეგობა გაუწიონ ცდუნებებს და ისაუბრონ საკუთარ მრწამსზე (1 პეტ. 3:15). აირჩიე ერთი ან ორი საკითხი და მოიხსენიე ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული ინფორმაცია. სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ, როგორ ქადაგებდნენ სკოლაში.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
10 წთ.: როგორ შევთავაზოთ აგვისტოში გასავრცელებელი ჟურნალები. განხილვა. 30-60 წამი დაუთმე იმის ახსნას, რატომ არის ეს ჟურნალები თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი. შემდეგ სთხოვე აუდიტორიას, „საგუშაგო კოშკის“ შესავალი სტატიებიდან აღნიშნონ, შეთავაზებისას რა კითხვებს დასვამდნენ ინტერესის აღსაძრავად და რომელ მუხლებს წაიკითხავდნენ. იგივე გააკეთე „გამოიღვიძეთის!“ შესავალი სტატიებისთვის და, თუ დრო საშუალებას იძლევა, ამ თვის ჟურნალებიდან სხვა რომელიმე სტატიისთვისაც. წარმოადგინე თითოეული ნომრის შეთავაზების ინსცენირება.
სიმღერა 97 და ლოცვა