თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2013 წლის 26 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
1. რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ მეფე ჰეროდესგან, რომელმაც მეტისმეტი დიდება მოინდომა? (საქ. 12:21—23) [1 ივლ. w08 5/15 გვ. 32, აბზ. 7]
2. რა სარგებლობას მოუტანს ქრისტიან ახალგაზრდებს ტიმოთეს ცხოვრებაზე ფიქრი და მისი მიბაძვა? (საქ. 16:1, 2) [8 ივლ. w08 5/15 გვ. 32, აბზ. 10]
3. როგორ დაეხმარნენ სიყვარულით აკვილა და პრისკილა აპოლოსს, როცა დაინახეს, რომ ის ეფესოში გაბედულად ლაპარაკობდა სინაგოგაში? (საქ. 18:24—26) [15 ივლ. w10 6/15 გვ. 11, აბზ. 4]
4. რა ბიბლიური საფუძველი აქვთ იეჰოვას მოწმეებს იმისათვის, რომ მიმართონ სასამართლოებს, რათა დაიცვან სასიხარულო ცნობის ქადაგების უფლება? (საქ. 25:10—12) [22 ივლ. bt გვ. 198, აბზ. 6]
5. როგორ ეძებდა მოციქული პავლე ქადაგების შესაძლებლობებს მაშინაც კი, როცა რომში იყო დაპატიმრებული და როგორ მიჰყვებიან დღეს იეჰოვას მსახურები მის მაგალითს? (საქ. 28:17, 23, 30, 31) [29 ივლ. bt გვ. 216, აბზ. 19—23]
6. რატომ განსჯის ბიბლია ჰომოსექსუალიზმს და რატომ მიიჩნევს მას არაბუნებრივ და უხამს ქმედებად? (რომ. 1:26, 27) [5 აგვ. g 1/12 გვ. 28, აბზ. 7]
7. როგორ შეეძლო ახ. წ. 33 წელს „ქრისტე იესოს მიერ გადახდილ გამოსასყიდს“ მანამდე მცხოვრები ადამიანების ცოდვების პატიება? (რომ. 3:24, 25) [5 აგვ. w08 6/15 გვ. 29, აბზ. 6]
8. რის მეშვეობით გვეხმარება იეჰოვა იმ დროს, როცა ძალიან გვიჭირს და არ ვიცით, რაზე ვილოცოთ? (რომ. 8:26, 27) [12 აგვ. w08 6/15 გვ. 30, აბზ. 10]
9. რა იგულისხმება რჩევაში „სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“? (რომ. 12:13) [19 აგვ. w09 10/15 გვ. 6, აბზ. 12, 13]
10. პავლეს რჩევის თანახმად, როგორ ვიმოსებით „უფალ იესო ქრისტეთი“? (რომ. 13:14) [26 აგვ. w05 1/1 გვ. 11, აბზ. 20—22]