ყურადღება გაამახვილე პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყებაზე
2011 წლის მაისიდან დაწყებული მაუწყებლებს მოუწოდებენ, ეცადონ ბიბლიის შესწავლების დაწყებას ყოველი თვის პირველ შაბათს. ჩვენს დასახმარებლად მზადდება და „საგუშაგო კოშკში“ განუწყვეტლივ იბეჭდება რუბრიკა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“. ამიტომ ყოველი თვის პირველ შაბათს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ რუბრიკის მეშვეობით ბიბლიის შესწავლების დაწყება და გაკეთდეს ინსცენირება.
უხუცესები გადაწყვეტენ, ცალ-ცალკე ჩაატარონ ყოველი თვის პირველ შაბათს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა, თუ — გაერთიანებულად; ამისათვის შეუძლიათ გამოიყენონ სამეფო დარბაზი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს, ამ შეხვედრის გადატანა სხვა დღეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაერთიანებულად ჩატარდეს, მიზანშეწონილი არ არის.