3 მარტით დაწყებული კვირის გეგმა
3 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 112 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 3 ¶19—21, ჩარჩო 34-ე გვერდზე (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: დაბადება 36—39 (10 წთ.)
№ 1: დაბადება 37:1—17 (4 წთ. ან ნაკლები)
№ 2: რატომ არ განიკითხებიან წარსული ცოდვების გამო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ადამიანები? (rs გვ. 45 ¶2) (5 წთ.)
№ 3: აბიგაილი — გონიერი ქალი (w09 7/1, გვ. 18—21) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
10 წთ.: შესთავაზე მარტში გასავრცელებელი ჟურნალები. განხილვა. დასაწყისშივე წარმოადგინე ჟურნალების შეთავაზებები ამავე გვერდზე მოცემული შეთავაზებების ნიმუშების მიხედვით. შემდეგ განიხილე თითოეული შეთავაზება თავიდან ბოლომდე. წარმოადგინე აგრეთვე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება თვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახსენების საღამოს მოსაწვევებთან ერთად შევთავაზოთ ჟურნალებიც.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
10 წთ.: რას მივაღწიეთ? განხილვა. სთხოვე მაუწყებლებს აღნიშნონ, რა სარგებლობა მოუტანა თემაში „დავიხვეწოთ ქადაგებაში — ჩანაწერები“ მოცემულმა რჩევებმა და სთხოვე, მოჰყვნენ გამამხნევებელ შემთხვევებს.
სიმღერა 95 და ლოცვა