თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2014 წლის 25 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში.
როგორ დაგვეხმარება ლევიანების 18:3, რომ დამახინჯებული თვალსაზრისი არ განგვივითარდეს სწორსა და არასწორზე? (ეფეს. 4:17—19) [7 ივლ. w02 2/1 გვ. 29, აბზ. 4]
რას ვსწავლობთ ლევიანების 19:2-ში ჩაწერილი მოწოდებიდან და რატომ უნდა დავემორჩილოთ მას? [7 ივლ. w09 7/1 გვ. 9, აბზ. 5]
რას გვასწავლის პრინციპი, რომელიც კანონშია ჩადებული მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებით? (ლევ. 19:9, 10) [7 ივლ. w06 6/15 გვ. 22, აბზ. 13]
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ კანონი „თვალი თვალის სანაცვლოდ“ ადამიანს შურისძიებისკენ არ აქეზებდა? (ლევ. 24:19, 20) [14 ივლ. w09 9/1 გვ. 22, აბზ. 2, 3]
ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი იქნებოდა, თუ ისრაელები ფულს ვახშით გასცემდნენ? (ლევ. 25:35—37) [21 ივლ. w04 5/15 გვ. 24, აბზ. 3]
რატომ მოიხსენიებს, ჩვეულებრივ, ბიბლია ისრაელის 12 ტომს მაშინ, როცა სინამდვილეში 13 ტომი იყო? (რიცხ. 1:49, 50) [28 ივლ. w08 7/1 გვ. 21]
რის სწავლა შეგვიძლია ლევიანების სავალდებულო მსახურებასთან დაკავშირებული პრინციპიდან, რომელიც რიცხვების 8:25, 26-შია ჩაწერილი? [11 აგვ. w04 8/1 გვ. 25, აბზ. 1]
რატომ დაიწყეს ისრაელებმა დრტვინვა ეგვიპტიდან სასწაულებრივად გამოსვლის შემდეგ და ჩვენ რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? (რიცხ. 11:4—6) [18 აგვ. w95 3/1 გვ. 16, აბზ. 10]
რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მოსეს, როცა ელდადმა და მედადმა წინასწარმეტყველება დაიწყეს? (რიცხ. 11:27—29) [18 აგვ. w04 8/1 გვ. 26, აბზ. 4]
რა მნიშვნელოვან პრინციპს ვიგებთ ისრაელებისთვის მიცემული ღვთის ამ მითითებიდან: „ტანსაცმლის კალთის ბოლოზე ფოჩები გაიკეთონ“? (რიცხ. 15:37—39) [25 აგვ. w04 8/1 გვ. 26, აბზ. 7]