1 სექტემბრით დაწყებული კვირის გეგმა
1 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 46 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 12 ¶9—15 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: რიცხვები 17—21 (10 წთ.)
№ 1: რიცხვები 17:1—13 (4 წთ. ან ნაკლები)
№ 2: საიდან ვიცით, რომ ეშმაკი არსებობს? (rs გვ. 306 ¶1—4) (5 წთ.)
№ 3: საქმეების წიგნის სიზუსტე (si გვ. 200 ¶5—8) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
10 წთ.: შესთავაზე სექტემბერში გასავრცელებელი ჟურნალები. განხილვა. დასაწყისშივე წარმოადგინე ჟურნალების შეთავაზებები ამავე გვერდზე მოცემული შეთავაზებების ნიმუშების მიხედვით. შემდეგ განიხილე თითოეული შეთავაზება თავიდან ბოლომდე.
10 წთ.: რას მივაღწიეთ? განხილვა. სთხოვე მაუწყებლებს, აღნიშნონ, როგორ დაეხმარათ სტატიაში, „დავიხვეწოთ ქადაგებაში — გაბედულად ისაუბრე სამეფოს შესახებ“, მოცემული აზრები. სთხოვე აუდიტორიას, საკუთარი გამოცდილებიდან აღნიშნონ, რა სირთულეებს შეხვდნენ ქადაგების დროს და როგორ გადალახეს ისინი?
10 წთ.: სპეციალური კამპანიის ანგარიში. მოხსენება. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. შეაჯამე ამ „სამეფო მსახურებაში“ მოცემული მთავარი აზრები, რომლებიც ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მომავალშიც ვაუწყოთ ხალხს. აღნიშნე, როგორ გამოეხმაურა კრება ამ მოწოდებას. მოუყევი კრებას, რა იქნა მიღწეული კამპანიის პერიოდში.
სიმღერა 45 და ლოცვა