სამქადაგებლო მსახურების შედეგები
გასულ წელს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ფილიალი ზედამხედველობს, 9 კრება და 4 დამოუკიდებელი ჯგუფი ჩამოყალიბდა. აქედან 8 ქართული, 3 აზერბაიჯანული, 1 სომხური და 1 ქურთული. მთლიანობაში ჩვენი ფილიალის ტერიტორიის დაქვემდებარებაშია 288 კრება და 50 ჯგუფი. დაე, იეჰოვამ აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რათა ვუქადაგოთ ადამიანებს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9).