8 ივნისით დაწყებული კვირის გეგმა
8 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 6 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 25 ¶17—21, ჩარჩო 259-ე გვერდზე (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 2 სამუელი 19—21 (8 წთ.)
№ 1: 2 სამუელი 19:24—37 (3 წთ. ან ნაკლები)
№ 2: როგორ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი? (igw გვ. 22 ¶1—3) (5 წთ.)
№ 3: კაიაფა — თემა: ჭეშმარიტების სასტიკი მოწინააღმდეგეები არასოდეს იქნებიან წარმატებულები (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: „გახსოვდეს ძველი დრო“ (კან. 32:7).
10 წთ.: „გახსოვდეს ძველი დრო“. მოხსენება. დაფუძნებულია თვის მუხლზე. წაიკითხე კანონის 4:9, 32:7, ფსალმუნის 71:15—18 და იმსჯელე წაკითხულ მუხლებზე. ახსენი, როგორ ეხმარებათ დღევანდელ მახარობლებს ჩვენი თეოკრატიული ისტორიიდან თანაქრისტიანთა მაგალითები და მნიშვნელოვანი მოვლენები. მოუწოდე მაუწყებლებს, რომ დროდადრო ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე განიხილონ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ჩვენი არქივიდან“ მოცემული სტატიები. მიმოიხილე მიმდინარე თვის სამსახურებრივი შეხვედრისთვის გათვალისწინებული დავალებებიდან ზოგიერთი და აღნიშნე, როგორ უკავშირდება თითოეული მათგანი თვის მუხლს.
20 წთ.: „დავიხვეწოთ მსახურებაში — დაიწყე ბიბლიის შესწავლა კართან ბროშურის, „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“, მეშვეობით“. განხილვა. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. ისაუბრე კრების სამქადაგებლო მსახურების ანგარიშიდან იმ მაჩვენებლებზე, საიდანაც ჩანს, რომ შესაძლებელია უფრო მეტი ბიბლიის შესწავლის დაწყება. წინასწარ სთხოვე გამოცდილ მაუწყებელს, ინსცენირების სახით აჩვენოს, როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება კართან ჩარჩოში მოცემული შეთავაზების მიხედვით. მოუწოდე ყველას, რომ მობინადრის კართან დაიწყონ ბიბლიის შესწავლა.
სიმღერა 29 და ლოცვა