15 ივნისით დაწყებული კვირის გეგმა
15 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 77 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 26 ¶1—9 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 2 სამუელი 22—24 (8 წთ.)
№ 1: 2 სამუელი 22:21—32 (3 წთ. ან ნაკლები)
№ 2: კაენი — თემა: ის, თუ როგორ ვრეაგირებთ რჩევაზე, ჩვენს შინაგან პიროვნებაზე მეტყველებს (იხილე „საკვლევი ცნობარი“ ონლაინ ბიბლიოთეკაში) (5 წთ.)
№ 3: სიყვარულსა და მორჩილებას ბედნიერება მოაქვს (igw გვ. 22 ¶4—6) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: „გახსოვდეს ძველი დრო“ (კან. 32:7).
12 წთ.: რომელია შენი საყვარელი ბიბლიური პერსონაჟი? ინტერვიუ და მოხსენება. დასაწყისში ინტერვიუ აიღე ორი-სამი ბავშვისგან. დაუსვი მათ შემდეგი კითხვები: რომელია შენი საყვარელი ბიბლიური პერსონაჟი? რა გააკეთა მან ისეთი, რის გამოც მოგწონს? რა მხრივ გინდა, რომ მიჰბაძო მას? შემდეგ წარმოადგინე მოხსენება და ახსენი, როგორ დაეხმარება ბავშვებს ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ბიბლიური ბარათები (იხილე ბიბლიური სწავლებები / ბავშვები). თითოეულ ბიბლიურ ბარათში მოცემულია ზოგადი ცნობები ამა თუ იმ პერსონაჟის შესახებ, აგრეთვე მისი სურათი; ამასთანავე, დატანილია რუკა და დროის დიაგრამა იმის საჩვენებლად, თუ სად და როდის ცხოვრობდა იგი. გარდა ამისა, პერსონაჟთან დაკავშირებით ბარათზე დასმულია სამი კითხვა და მოცემულია შესაბამისი პასუხები. ეს ბარათები შეგიძლია ამობეჭდო და შეაგროვო. მოუწოდე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, რომ მიმართონ ამ „ხელსაწყოს“, რათა თავიანთ შვილებს „ძველი დროის“ შესახებ ასწავლონ (კან. 32:7).
18 წთ.: „ისწავლე გამოცდილი მაუწყებლებისგან“. განხილვა. მეორე აბზაცის განხილვისას ჰკითხე აუდიტორიას, აღნიშნონ, თუ რა მხრივ აღმოჩნდა მათთვის სასარგებლო გამოცდილ მაუწყებელთან თანამშრომლობა.
სიმღერა 4 და ლოცვა