7 სექტემბრით დაწყებული კვირის გეგმა
7 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 3 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 30 ¶1—9 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 2 მეფეები 12—15 (8 წთ.)
№ 1: 2 მეფეები 13:12—19 (3 წთ. ან ნაკლები)
№ 2: ქურციკი — თემა: ნამდვილი ქრისტიანები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ (5 წთ.)
№ 3: რას ვიგებთ ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან? (igw გვ. 31) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: „მე და ჩემი სახლეულობა . . . იეჰოვას ვემსახურებით“ (იეს. 24:15).
10 წთ.: რას მივაღწიეთ? განხილვა. სთხოვე მაუწყებლებს აღნიშნონ, რა სარგებლობა მოუტანა სტატიაში, „დავიხვეწოთ ქადაგებაში — ახალბედების მომზადება“, მოცემულმა რჩევებმა და სთხოვე, მოჰყვნენ გამამხნევებელ შემთხვევებს.
10 წთ.: ოჯახებო, ყოველთვის ესწრებით ქრისტიანული კრების შეხვედრებს? მოხსენება. დაფუძნებულია ებრაელების 10:24, 25-ზე. ინტერვიუ ცოლ-ქმართან და მათ შვილებთან. დასვი შემდეგი კითხვები: როგორ აჩვენებს მამა ოჯახის წევრებს, რომ კრების შეხვედრებზე დასწრება აუცილებელია? როგორ შეაქვს ოჯახის თითოეულ წევრს წვლილი იმაში, რომ კრების შეხვედრებს ყოველთვის დაესწრონ? როდის ამზადებენ ისინი კრების შეხვედრებისთვის კომენტარებს? რა მსხვერპლს იღებენ, რომ არ გაუცდეთ კრების შეხვედრები? დასასრულ, ყველას მოუწოდე, რომ რეგულარულად დაესწრონ კრების შეხვედრებს და ყოველთვის მიიღონ მონაწილეობა მათში.
10 წთ.: თესავთ ჭეშმარიტების თესლს ნათესავების გულებში? (საქ. 10:24, 33, 48). განხილვა. დაფუძნებულია „2015 წლის წელიწდეულზე“, გვერდი 87, აბზაცები 1, 2; გვერდი 90, აბზაცი 1 — გვერდი 91, აბზაცი 1. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, რა ისწავლეს ამ შემთხვევებიდან.
სიმღერა 118 და ლოცვა