12 ოქტომბრით დაწყებული კვირის გეგმა
12 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 135 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 31 ¶21—23, ჩარჩო 319-ე გვერდზე (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 1 მატიანე 5—7 (8 წთ.)
№ 1: 1 მატიანე 6:48—60 (3 წთ. ან ნაკლები)
№ 2: რა არის განდგომილება? (5 წთ.)
№ 3: ელიჰუ (№ 1) — თემა: ნამდვილი მეგობრები სიმართლეს ლაპარაკობენ (იხილე „საკვლევი ცნობარი“ ონლაინ ბიბლიოთეკაში) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: გაიდგი ფესვი და განმტკიცდი რწმენაში (კოლ. 2:6, 7).
10 წთ.: გაიდგი ფესვი და განმტკიცდი რწმენაში. მოხსენება. დაფუძნებულია თვის მუხლზე. რას ნიშნავს ფესვის გადგმა და განმტკიცება რწმენაში და როგორ შევძლებთ ამას? (იხილე 1998 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 10—12). წაიკითხე კოლოსელების 2:6, 7, ებრაელების 6:1 და იუდას 20, 21. შემდეგ იხელმძღვანელე ამ მუხლებში მოცემული პრინციპებით. მოკლედ მიმოიხილე მიმდინარე თვის სამსახურებრივი შეხვედრისთვის გათვალისწინებული დავალებებიდან ზოგიერთი და აღნიშნე, როგორ უკავშირდება თითოეული მათგანი თვის მუხლს.
20 წთ.: „დავიხვეწოთ ქადაგებაში — დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელებს, განივითარონ შესწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები“. განხილვა. წინასწარ სთხოვე გამოცდილ მაუწყებელს, წარმოადგინოს ინსცენირება, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ეხმარება იგი ბიბლიის შემსწავლელს „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკის“ მეშვეობით სასურველ კითხვაზე პასუხის მიღებაში.
სიმღერა 116 და ლოცვა