შეგიძლიათ დახმარების ხელი გაუწოდოთ სხვებს მათი ასაკის, ეროვნებისა თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად?
გაუწოდეთ სხვებს დახმარების ხელი
დღეს ბევრს სჭირდება მომავლის იმედი, რადგან ზოგი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი, ზოგიც არასრულფასოვნად იკვებება ან სხვა პრობლემებს ებრძვის. ღმერთი გვპირდება, რომ, თუ გაჭირვებულთ დახმარების ხელს გავუწვდით, კურთხევებს არ მოგვაკლებს.
რას ამბობს ბიბლია
„ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
როგორ შეგვიძლია სხვების დახმარება
იესომ მაგალითი მოიყვანა ერთ მამაკაცზე, რომელსაც ყაჩაღები თავს დაესხნენ და ცოცხალმკვდარი დატოვეს (ლუკა 10:29—37). მძიმე მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გზად მიმავალი უცნობი დაეხმარა. განსხვავებული წარმომავლობის მიუხედავად ამ ღვთისნიერმა კაცმა უკან არ დაიხია და მას დახმარების ხელი გაუწოდა.
მან ჭრილობები შეუხვია ყაჩაღებისგან ნაცემს, ფულიც არ დაინანა მისთვის და ანუგეშა კიდეც.
რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? იესომ დაგვანახვა, რომ სხვების დასახმარებლად თავი არ უნდა დავზოგოთ (იგავები 14:31). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მალე წერტილს დაუსვამს სიღარიბესა და ტანჯვას. მაგრამ შეიძლება ვიკითხოთ, როდის და როგორ გააკეთებს ამას? მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, რას გვიმზადებს მოსიყვარულე შემოქმედი მომავლისთვის.