საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp20 № 3 გვ. 4-5
  • შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. ამოჰყავს მზე
  • 2. გვაძლევს წვიმას
  • 3. უზრუნველგვყოფს საკვებითა და ტანსაცმლით
  • მადლიერი იყავით წვიმისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • წვიმა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • შემოქმედი — როგორია ის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
wp20 № 3 გვ. 4-5
მთის მწვერვალიდან მზე იწვერება.

შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე

1. ამოჰყავს მზე

წარმოგიდგენიათ სიცოცხლე მზის სინათლის გარეშე? რომ არა მზე, ვერც ხეები შეიფოთლებოდა, ვერც მცენარეები აღმოცენდებოდა და ვერც მრავალფეროვანი საკვები გვექნებოდა. სწორედ მზის ენერგიის წყალობით ამოტუმბავს ნიადაგიდან ხის ფესვები წყალს, რომელიც ფოთლებისკენ გადაადგილდება და ჰაერში ორთქლად იქცევა.

მთის ფერდობზე შეფენილი ჩაის პლანტაციები.

2. გვაძლევს წვიმას

წვიმა ხელსაყრელ პირობებს უქმნის ჩვენს პლანეტას, საკვებით რომ მოგვამარაგოს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი გვაძლევს „წვიმას ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით . . . [გვივსებს] გულებს“.

ხის ტოტზე შემომჯდარი ჩიტი კენკრის დაჭერას ლამობს.

3. უზრუნველგვყოფს საკვებითა და ტანსაცმლით

მოსიყვარულე მამა ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახის გამოკვებასა და ჩაცმაზე იზრუნოს. ჩვენი ზეციერი მამაც მსგავსად ზრუნავს თავის ქმნილებებზე. ყურადღება მიაქციეთ, რას ვკითხულობთ ბიბლიაში: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“ (მათე 6:25, 26).

„ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან, როგორ იზრდებიან . . . გეუბნებით: დიდებული [მეფე] სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის ბალახს . . . თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ?“ (მათე 6:28—30).

თუკი ღმერთი ჩვენს გამოკვებასა და ჩაცმაზე ზრუნავს, განა სხვა მხრივაც არ იზრუნებს?! თუ ჩვენთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება იქნება, მისი წყალობით საზრდოც გვექნება და საარსებოდ ყოველივე აუცილებელიც (მათე 6:32, 33).

როცა მზეს, წვიმას, ფრინველებსა თუ მცენარეებს ვაკვირდებით, შემოქმედისადმი სიყვარულით განვიმსჭვალებით. შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გაგვიმჟღავნა შემოქმედმა თავისი დანაპირები.

წვიმა რომ ნიადაგს რწყავს და მზის სხივები გვათბობს, ჩვენი შემოქმედის დამსახურებაა (მათე 5:45).

შემოქმედს ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე. როგორც მზრუნველი მშობელი დაფოფინებს თავის ოჯახს, ისე შემოქმედი არ გვაკლებს მზრუნველობას. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენმა გულუხვმა ღმერთმა მანამდე იცის, რა გვჭირდება, ვიდრე ვთხოვთ (მათე 6:8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება