საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb17 ოქტომბერი გვ. 3
  • როგორ ვისწავლოთ ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ვისწავლოთ ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
  • მსგავსი მასალა
  • დანიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დანიელი (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ლომების ხარო [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
mwb17 ოქტომბერი გვ. 3

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

როგორ ვისწავლოთ ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა?

გსურს, განსაცდელის დროს დანიელივით ერთგული დარჩე? დანიელი გულმოდგინედ იკვლევდა ღვთის სიტყვას, მათ შორის წინასწარმეტყველებებს (დან. 9:2). ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა შენც დაგეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში. რატომ ვამბობთ ამას? ბიბლიის კვლევა განგიმტკიცებს რწმენას, რომ იეჰოვას დანაპირები უეჭველად შესრულდება (იეს. 23:14). ეს აგრეთვე გაგიძლიერებს ღვთისადმი სიყვარულს, რაც აღგძრავს, სწორად მოიქცე (ფსალმ. 97:10). როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია? ამაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგვეხმარება.

დანიელი იკვლევს ღვთის სიტყვას
  • რა უნდა გამოვიკვლიოთ? კრების შეხვედრებისთვის მომზადება შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა უფრო ბევრის მომცემი იქნება შენთვის, თუ კარგად გამოიკვლევ იმ მუხლებს, რომლებიც ბოლომდე არ გესმის. გარდა ამისა, ზოგმა გადაწყვიტა, უფრო მეტი გაეგო ბიბლიური წინასწარმეტყველებების, ღვთის სულის ნაყოფის, პავლე მოციქულის მისიონერული მოგზაურობებისა თუ იეჰოვას ქმნილებების შესახებ. თუ დღის მანძილზე რომელიმე ბიბლიურ აზრზე კითხვა გაგიჩნდება, ჩაინიშნე და მომდევნო შესწავლის დროს გამოიკვლიე.

  • სად მოვიძიოთ ინფორმაცია? წარმოდგენა რომ შეგექმნას, სად შეგიძლია მოიძიო ესა თუ ის ინფორმაცია, უყურე ვიდეორგოლს „სულიერი განძის პოვნაში დამხმარე საშუალებები“. ინფორმაციის მოძიებაში რომ გაიწაფო, გამოიკვლიე, რომელ მსოფლიო იმპერიებს განასახიერებენ დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული მხეცები.

  • რამდენი დრო უნდა დავუთმოთ შესწავლას? სულიერი სიჯანსაღისთვის აუცილებელია რეგულარული შესწავლა. თავიდან შეიძლება შედარებით მცირე დრო დაუთმო შესწავლას, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდო ეს დრო. ღვთის სიტყვის კვლევა დამალული განძის ძებნას ჰგავს — რაც უფრო მეტ განძს პოულობ, მით უფრო გიძლიერდება ახალ-ახალი განძის ძიების სურვილი (იგავ. 2:3—6). ასე რომ, კვლევის შედეგად გაგვიძლიერდება ღვთის სიტყვის შესწავლის სურვილი და ბიბლიის რეგულარული შესწავლა ცხოვრების წესად გვექცევა (1 პეტ. 2:2).

    2012 წლის თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ში (გვ. 18—20) მოცემულია რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციოთ ბიბლიის კვლევა სასიამოვნო პროცესად.

ვის განასახიერებენ დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული მხეცები?

  • ლომის მსგავსი მხეცი, რომელსაც არწივის ფრთები აქვს

    დან. 7:4

  • დათვის მსგავსი მხეცი, რომელსაც პირში სამი ნეკნი აქვს

    დან. 7:5

  • ჯიქის მსგავსი ოთხთავიანი და ოთხფრთიანი მხეცი

    დან. 7:6

  • საზარელი ათრქიანი მხეცი, რომელსაც რკინის დიდი კბილები აქვს

    დან. 7:7

დამატებითი კითხვა:

როგორ შესრულდა დანიელის 7:8-სა და 24-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

ათ რქას შორის ამოსული პატარა რქა, რომელსაც თვალები და პირი აქვს; ის სამი რქის ადგილს იკავებს

მომდევნო შესწავლის დროს გამოიკვლიე:

ვის განასახიერებენ გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებული მხეცები?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება