წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
7—13 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 7, 8
აიღე შენი წამების ბოძი და იესოს გაჰყევი!
მარ. 8:34 — nwtsty დამატებითი მასალა
„უარყოს საკუთარი თავი“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: უარი თქვას საკუთარ უფლებებზე. ეს ფრაზა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი ნებაყოფლობით უარყოფს საკუთარ თავს და ღვთის საკუთრება ხდება. ბერძნულ გამოთქმაში იგულისხმება საკუთარი სურვილებისა თუ ამბიციების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და პირადი კომფორტის დათმობა (2 კორ. 5:14, 15). მარკოზმა იგივე ბერძნული ზმნა გამოიყენა პეტრესთან მიმართებით, როცა დაწერა, რომ მან იესო უარყო (მარ. 14:30, 31, 72).
w92 8/1 17 ¶14
სიცოცხლისთვის რბოლა
14 იესო ქრისტემ თავის მოწაფეებსა და მასთან შეკრებილ ხალხს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი“ («საკუთარ თავს უთხრას „არა“», ჩარლზ უილიამზის თარგმანი) (მარკოზი 8:34). ვინც ეხმაურება იესოს მოწვევას, მზად უნდა იყოს, ეს მუდმივად აკეთოს, არა იმიტომ, რომ ამით რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ან წინდაუხედავმა საქციელმა შეიძლება ყველაფერი, რასაც მიაღწია, წყალში ჩაუყაროს და შესაძლოა მარადიული სიცოცხლეც კი დააკარგვინოს. როგორც წესი, სულიერ ზრდას დრო სჭირდება, მაგრამ, თუ გამუდმებით არ ვიფხიზლებთ, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება დავკარგოთ!
14—20 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 9, 10
რწმენის განმამტკიცებელი ხილვა
მარ. 9:7 — nwtsty დამატებითი მასალა
„ხმა“: ეს არის სახარებებში მოხსენიებული სამი შემთხვევიდან მეორე შემთხვევა, როცა ადამიანებმა უშუალოდ იეჰოვას ხმა მოისმინეს (იხ. მარ. 1:11; იოან. 12:28 — nwtsty დამატებითი მასალა).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მარ. 10:17, 18 — nwtsty დამატებითი მასალა
„კარგო მოძღვარო“: ვინაიდან რელიგიურ წინამძღოლებს პირფერობის გამომხატველი ეპითეტებით მიმართავდნენ და ისინი ასეთ მოპყრობას ითხოვდნენ კიდეც, როგორც ჩანს, ამ კაცმა ეს სიტყვები იესოსთან მიმართებითაც მსგავსი დატვირთვით გამოიყენა. მართალია, იესოს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, რომ მისთვის „მოძღვარი“ და „უფალი“ ეწოდებინათ (იოან. 13:13), მაგრამ ის მთელ დიდებას ყოველთვის მამას მიაგებდა.
„არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“: ამგვარად იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაა სიკარგის ეტალონი, ანუ მხოლოდ მას აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის კარგი და რა — ცუდი. ადამმა და ევამ განზრახ სცადეს ამ უფლების მისაკუთრება, როცა ეურჩნენ ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი ჭამეს. მათგან განსხვავებით, იესომ თავმდაბლურად აღიარა, რომ მხოლოდ მამას აქვს უფლება, დაადგინოს კარგისა და ცუდის განმსაზღვრელი ნორმები. ამ ნორმებს კი ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით გვამცნობს (მარ. 10:19).
„ვინც ღმერთმა შეაუღლა“
მარ. 10:4 — nwtsty დამატებითი მასალა
„გაყრის მოწმობა“: კაცს, რომელიც ცოლთან გაყრას აპირებდა, კანონით მოეთხოვებოდა იურიდიული საბუთის მომზადება და უხუცესებისთვის რჩევის კითხვა. ვინაიდან ეს დროს მოითხოვდა, მას საშუალება ეძლეოდა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო თავის გადაწყვეტილებაზე. როგორც ჩანს, ამ კანონის მიზანი იყო, ნაჩქარევად არ გაყროდნენ ცოლს და ნაწილობრივ დაცული ყოფილიყო ქალის უფლებები (კან. 24:1). თუმცა იესოს თანამედროვე რელიგიურმა წინამძღოლებმა გააადვილეს გაყრა. პირველი საუკუნის ისტორიკოსმა, ფარისეველმა იოსებ ფლავიუსმა, რომელიც თავადაც ცოლთან იყო გაშორებული, აღნიშნა, რომ გაყრა ნებადართული იყო „ნებისმიერი მიზეზით (ასეთი მიზეზი კი უამრავია)“.
მარ. 10:11 — nwtsty დამატებითი მასალა
„ცოლს ეყრება“: შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს: „ცოლს უშვებს“. ამ მუხლში ჩაწერილი აზრი სწორად რომ გავიგოთ, უნდა გავითვალისწინოთ მათეს 19:9, რომელშიც უფრო ვრცლად არის მოყვანილი იესოს სიტყვები. ამ მუხლში ვხვდებით ფრაზას „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია“. ამგვარად, მარკოზის სახარებაში ჩაწერილი სიტყვები ეხება იმ შემთხვევას, როცა გაყრა ხდება სხვა მიზეზით და არა მოღალატე მეუღლის მიერ ჩადენილი სექსუალური უზნეობის გამო (ბერძ. პორნია).
„მის წინააღმდეგ მრუშობს“: ამ სიტყვებით იესომ უარყო იმ დროს გავრცელებული რაბინული სწავლება, თითქოს მამაკაცს ნებისმიერი მიზეზით შეეძლო ცოლთან გაყრა (მათ. 19:3, 9). მრუშობა რომ ცოლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო, იუდეველთა უმეტესობისთვის სიახლე იყო. რაბინები ხალხს ასწავლიდნენ, რომ კაცს არასდროს ეთვლებოდა ღალატად, თუ ცოლის გარდა სხვასთან დაწვებოდა, მაშინ როცა ქალის შემთხვევაში ეს ორგულობა იყო. იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ცოლსაც და ქმარსაც ერთნაირად მოეთხოვებოდა ზნეობრივი ნორმების დაცვა, რითაც მან ქალის სტატუსი და ღირსება აამაღლა.
21—27 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 11, 12
მან ყველაზე მეტი ჩააგდო
მარ. 12:41, 42 — nwtsty დამატებითი მასალა
„ფულის ჩასაყრელი“: ძველი იუდაური წყაროების თანახმად, ფულის ჩასაყრელები საყვირის ან რქის ფორმისა იყო და თითოეულს ზემოდან პატარა ჭრილი ჰქონდა გაკეთებული. ხალხი მათში შესაწირავს სხვადასხვა მიზნისთვის ყრიდა. იგივე ბერძნული სიტყვა იოანეს 8:20-ში ნათარგმნია როგორც „საგანძური“. როგორც ჩანს, ტაძრის საგანძური ქალთა ეზოში მდებარეობდა (იხ. sgd ნაწილი 15). რაბინული წყაროების თანახმად, ამ ეზოში კედლის გასწვრივ 13 ფულის ჩასაყრელი იდგა. როგორც ვარაუდობენ, ტაძარს ჰქონდა მთავარი საგანძურიც, სადაც ფულის ჩასაყრელებიდან ამოღებული ფული ინახებოდა.
„ორი პატარა მონეტა“: დედნის მიხედვით „ორი ლეპტა, რაც უდრის კოდრანტს“. ბერძნული სიტყვა ლეპტონ (მრავლობით რიცხვში ლეპტა) ნიშნავს თხელს, წვრილს. ამ მონეტის ღირებულება დინარის 1/128 იყო. როგორც ჩანს, ის იყო ყველაზე პატარა ზომის სპილენძის ან ბრინჯაოს მონეტა, რომელსაც ისრაელში იყენებდნენ. ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა კოდრანტეს (ლათინურად კოდრანტი) ამ ორი პატარა მონეტის ძალიან მცირე ღირებულებაზე მიუთითებს. კოდრანტი იყო რომაული სპილენძის ან ბრინჯაოს მონეტა, რომლის ღირებულება დინარის 1/64 იყო. მარკოზმა რომაული ფულის ერთეული მოიხსენია იმის საჩვენებლად, თუ რა ღირებულის იყო ეს ებრაული მონეტები (იხ. sgd ნაწილი 18).
w87 12/1 30 ¶1
იღებთ მსხვერპლს იეჰოვასთვის?
ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად შესაწირავის გაღება ყველას შეგვიძლია. მაგრამ ღვთის თვალში ყველაზე ძვირფას შესაწირავს მაშინ ვწირავთ, როცა ჩვენთვის ღირებულს გავცემთ, და არა მაშინ, როცა იმას ვწირავთ, რის გაღებითაც არაფერი მოგვაკლდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მორჩენილს ვწირავთ ღმერთს თუ მართლა ვიკლებთ რამეს?
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მარ. 11:17 — nwtsty დამატებითი მასალა
„ყველა ხალხის სამლოცველო სახლი“: ესაიას 56:7-ის ციტირებისას სახარების სამი დამწერიდან მხოლოდ მარკოზი მოიხსენიებს, რომ ეს „ყველა ხალხის“ სამლოცველო სახლი იყო (მათ. 21:13; ლუკ. 19:46). იერუსალიმის ტაძარში როგორც ისრაელებს, ისე ღვთისმოშიშ უცხოტომელებს შეეძლოთ იეჰოვას თაყვანსაცემად მისვლა და ლოცვა (1 მეფ. 8:41—43). იუდეველები, რომლებიც ტაძარში ვაჭრობდნენ, იესომ სამართლიანად გაკიცხა, რადგან მათ ტაძარი ყაჩაღების ბუნაგად აქციეს. ამგვარად ისინი ხალისს უკარგავდნენ უცხოტომელებს, რომ ამ „სამლოცველო სახლში“ მისულიყვნენ და იეჰოვას დაახლოებოდნენ.