ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 6, 7
გულუხვად გაეცით
გულუხვი ადამიანი სხვების გასამხნევებლად და დასახმარებლად არ იშურებს თავის დროს, ენერგიასა თუ სახსრებს.
ბერძნული ზმნა, რომელიც ითარგმნა როგორც „გაეცით“, განგრძობით მოქმედებაზე მიუთითებს.
თუ გავცემთ, სხვები, ასე ვთქვათ, უბეში ჩაგვიყრიან „კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს“. შესაძლოა ამაში იგულისხმება ჩვეულება, რომელიც ძველად ზოგ ვაჭარს ჰქონდა. ისინი მყიდველს მოსასხამის უბეში უყრიდნენ იმას, რასაც ყიდდნენ.