საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr19 დეკემბერი გვ. 1-2
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2019)
  • ქვესათაურები
  • 9—15 დეკემბერი
  • 23—29 დეკემბერი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2019)
mwbr19 დეკემბერი გვ. 1-2

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

9—15 დეკემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოცხადება 10—12

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „გრაგნილი“

სიმბოლური მნიშვნელობა. ბიბლიაში რამდენიმე შემთხვევაში გამოიყენება სიტყვა „გრაგნილი“ სიმბოლური მნიშვნელობით. ეზეკიელმა და ზაქარიამ იხილეს ორივე მხრიდან ნაწერი გრაგნილი. ჩვეულებრივ, გრაგნილი მხოლოდ ერთ მხარეს იყო ნაწერი, მაგრამ ორი მხრიდან ნაწერი გრაგნილი, როგორც ჩანს, მიუთითებდა იმ განაჩენების სერიოზულობასა და მასშტაბურობაზე, რომლებიც ამ გრაგნილებზე ეწერა (ეზკ. 2:9—3:3; ზქ. 5:1—4). წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ ერთ-ერთ ხილვაში ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი გრაგნილი, რის გამოც მასზე დაწერილი საიდუმლოდ რჩებოდა მანამ, სანამ ღვთის კრავი არ გახსნიდა მას (გმც. 5:1, 12; 6:1, 12—14). მოგვიანებით ხილვაში თავად იოანეს მიეცა გრაგნილი და ებრძანა, რომ ეჭამა ის. თავიდან მას გრაგნილი პირში ეტკბო, მაგრამ, როცა შეჭამა, მუცელი გაუმწარა. ამჯერად გრაგნილი დაბეჭდილი კი არა, გახსნილი იყო, რათა მასზე დაწერილი გაეგოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ იოანესთვის გრაგნილში ჩაწერილი ცნობის მიღება „ტკბილი“ ანუ სასიამოვნო იყო, თუმცა ეს ცნობა „მწარეც“ იყო, რადგან მკაცრი განაჩენის შესახებ უნდა ეწინასწარმეტყველა (გმც. 10:1—11). ეზეკიელსაც მსგავსი შემთხვევა ჰქონდა. მას მიეცა გრაგნილი, რომელშიც „ჩაწერილი იყო სამგლოვიარო სიმღერები, კვნესა და მოთქმა“ (ეზკ. 2:10).

it „მშობიარობის ტკივილი“

წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ ხილვაში იოანემ იხილა ზეციერი ქალი, რომელიც „კიოდა, რადგან მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა“. მან შვა „ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“. დრაკონი მის შთანთქმას ლამობდა, მაგრამ „ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“ (გმც. 12:1, 2, 4—6). ღმერთთან ბავშვის ატაცება იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ის იშვილა, როგორც ეს ერთი ძველი ჩვეულების მიხედვით ხდებოდა; ამ ჩვეულების თანახმად, ახალდაბადებული მამასთან მიჰყავდათ, რათა მას იგი თავის შვილად ეცნო (იხ. it „დაბადება“). აქედან გამომდინარე, „ქალი“ ღვთის „ცოლია“, „ზედა იერუსალიმი“, ქრისტესა და მისი სულიერი ძმების „დედა“ (გლ. 4:26; ებ. 2:11, 12, 17).

რასაკვირველია, ღვთის ზეციერი ქალი სრულყოფილი იყო და მისი მშობიარობა პირდაპირი გაგებით მტკივნეული არ იქნებოდა. ამიტომ სიმბოლური გაგებით მისი მშობიარობის ტკივილები იმაზე მიუთითებს, რომ ის გრძნობდა, რომ სადაცაა იმშობიარებდა (გმც. 12:2).

ვინ არის „ვაჟი“? მან უნდა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“. სწორედ ეს იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 2:6—9-ში ღვთის მესიანური მეფის შესახებ. თუმცა იოანემ ხილვა კარგა ხნის შემდეგ იხილა, რაც იესო დედამიწაზე დაიბადა, მოკვდა და მკვდრეთით აღდგა. მაშასადამე, ეს ხილვა უკავშირდება მესიანური სამეფოს დაბადებას. ამ სამეფოს სათავეში ღვთის ძე, იესო ქრისტე დგას, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღვთის მარჯვნივ დაჯდა და მას შემდეგ ელოდებოდა დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცეოდნენ (ებ. 10:12, 13; ფს. 110:1; გმც. 12:10).

23—29 დეკემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოცხადება 17—19

it „ცხენი“

მოციქულ იოანეს სიმბოლურ ხილვაში განდიდებული იესო ქრისტე თეთრ ცხენზეა ამხედრებული და მას მიჰყვება თეთრ ცხენებზე ამხედრებული ლაშქარი. იოანეს ნანახი ეს ხილვა იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტე თავისი ღვთისა და მამის, იეჰოვას ყველა მტრის წინააღმდეგ სიმართლითა და სამართლიანობით იბრძოლებს (გმც. 19:11, 14). მანამდე ერთ-ერთ ხილვაში სხვადასხვა ცხენები და მათი მხედრები განასახიერებდნენ გამეფებული ქრისტეს საქმეებს და უბედურებებს, რაც მისი გამეფების შემდეგ მოხდებოდა (გმც. 6:2—8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება